ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩის მოსახლეობა აღარ დაიტბორება-რას აკეთებს ქუჩაზე ქალაქის მერია?
თარიღი : 5-03-2020, 00:11 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის საფარის განახლებას, ფეხით სავალი ნაწილის და ღვარსადენების მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩაზე მოგვარდება წლების მანძილზე არსებული დატბორვის პრობლემა.
“ბერი თევდორეს ქუჩაზე სანიაღვრე იმდენად მოძველებული და დაზიანებული იყო, რომ უხვი ნალექისას მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება როგორც სანიაღვრე არხები, ასევე საფეხმავლო ბილიკები,”-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჭეიშვილი.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 524 000 ლარს შეადგენს, შპს ,,გლობალ ბილდინგი" ახორციელებს.
რეაბილიტაციის დასრულება მაისის თვისთვის იგეგმება.