Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ჭიათურის მერიის წინ გამაფრთხილებელ აქციას გეგმავს

თარიღი : 4-03-2020, 23:03 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს აანონსებს. აქციის მონაწილეები 8 მარტს, ჭიათურის მერიასთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების გამო მიყენებული ზარალის კომპენსაციას. მათი თქმით, აღნიშნული სამუშაოები ზიანს აყენებს მათ სახლებს, საკარმიდამო მიწებს, სასაფლაოებსა და ეკლესიას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია და თუ კომპანიის მხრიდან არ იქნება შესაბამისი რეაგირება, მაღაროებს კვლავ არ მისცემენ მუშაობის საშუალებას.

ამ ეტაპზე შუქრუთის მოსახლეობას პროტესტის ნიშნად ბლოკირებული შუქრუთში არსებული 17-ვე მაღარო აქვს.

„8 მარტს, 3 საათზე ვიწყებთ აქციას მერიის შენობასთან. სოფლის ყველა მაცხოვრებელი გამოვა/ბავშვი, ქალი თუ კაცი, აბსოლუტურად ყველა. ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება ჭიათურიდანაც. რადგან არ მოგვაქციეს ყურადღება, ეს იქნება კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია. თუ კიდევ არ იქნება რეაგირება, კარვებს გადავიტანთ მერიის ეზოში ან დავუკეტავთ ცენტრალურ ქარხანას, რომ სამუდამოდ მოვიშოროთ ეს თხუნელები თავიდან.
ამ ეტაპზე მაღაროები კვლავ პარალიზებული გვაქვსმე-17 დღეა. მოგვაქციონ ყურადღება პირველ რიგში ჩვენ, რომ თვითონ შეიქმნან ნათელი მომავალი. სოფლის 80%-თ ივსება მერიის ბიუჯეტი და ჭიათურის ბიუჯეტი. ჩვენზე ყოფილა ე.ი მათი ხელფასები დამოკიდებული 7 000 კაცის და 7000-მა კაცმა 282 ადამიანს შესაბამისი ყურადრება ვერ მოაქცია და ჩვენი სიკვდილიანობის ხარჯზე უნდათ ცხოვრება? მე სახლი უნდა დამინგრიონ, სასაფლაოებს და მიცვალებულებს უნდა გამოუღონ მიწა და უნდა დაანგრიონ ეკლესიები? საერთოდ მართლმადიდებლები თუ არიან ეგ ადამიანები? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას 100%-ით 282-ვე ოჯახი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი მუშაობა ვერ გაგრძელდება და მასშტაბური აქციები იქნება მერიის წინ,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ოსეფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის მაღაროების ბლოკირებისა და მათი მუშაობის შეფერხების ფორმით.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება და პრობლემის მოგვარება სურთ, თუმცა მათივე თქმით, მოსახლეობა კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობების წინააღმდეგია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 755-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი