Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სარეკრეაციო ზონების სიმრავლე ქალაქში უმნიშვნელოვანესია,’-ქუთაისში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

თარიღი : 3-03-2020, 15:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში რუსთაველის 120 ნომრის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, ახალი ძელსკამები, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილეებმა მოინახულეს.

„წელს ეტაპობრივად 10 სკვერი მოეწყობა თანამედროვე დიზაინით და ინფრასტრუქტურით. სარეკრეაციო ზონების სიმრავლე ქალაქში უმნიშვნელოვანესია,“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ სთაილი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 234 000 ლარია.


ნანახია: 381-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი