Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლა ქუთაისში, რომლის ტერიტორიას მარიხუანას მოსაწევად იყენებენ

თარიღი : 3-03-2020, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სსიპ აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის სარდაფში ე.წ ბულბულატორები და შპრიცები აღმოჩინეს. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაცია სანდრო წყარომ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ისურვა. მისი თქმით, აღნიშნული სკოლის დარბაზში ახალგაზრდები იკრიბებიან და იქ არსებული სივრცე მოწყობილი აქვთ.

"აღნიშნული ადგილი ორი დღის წინ აღმოვაჩინე, ისიც არასრულწლოვნის მხრიდან, მითხრა რომ ასეთი სიტუაცია ხდებოდა და მომეხდინა რეაგირება. იქ არის ე.წ ბულბულატორის ბოთლი, რომელსაც მარიხუანას მოსაწევად გამოიყენება. შპრიცები, ე.წ რასტვარიწელის ბოთლები და ა.შ.

როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები, იქ იკრიბებიან ახალგაზრდები, მოწყობილია დასაჯდომები, მაგიდები და ა.შ. თავს იყრიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ამ უბანში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებიც. ვაცნობე შესაბამისს უწყებებს და დაწყებულია გამოძიება,"-ამბობს მოქალაქე.

Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხთზე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ აღნიშნულ სკოლას მონიტორინგს აფხაზეთის მთავრობა უწევს.

“აღნიშნული აფხაზეთის მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიაა. მონიტორინგსაც ისინი ახორციელებენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასაც ისინი უზრუნველყოფენ. ვინაიდან მაინც ერთი საიდენტიფიკაციო კოდია და ჩვენი სამინისტროს ბალანსზეა სკოლა საერთო ჯამში, რადგან ჩვენი დირექტორიც ახალია მანდ, რამდენიმე თვეა დაინიშნა, თავის საქმეები ჰქონდა გადაბარებაზე და თავისთავად ვერ შეიჭრებოდა სხვის უფლებამოსილებაში, ვერც ჩათვლიდა საჭიროდ რამე მონიტორინგი ეწარმოებინა. თუმცა, ის რომ აღნიშნული საკითხი ურთიერთანამშრომლობით და დახმარებით უნდა მოგვარდეს, მაინც ჩაერთვება, ჩვენც მივეცით დავალება და ვთხოვეთ. ქალბატონი ბრძანდება მანდ დირექტორი და არ ვიცი როგორია მათი მთავრობის მხარდაჭერა და რას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ის რომ, არასასურველი ფაქტია და არ უნდა არსებობდეს საგანმანათლებლო კი არა, საერთოდ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მსგავსი სიტუაცია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა თქმა უნდა დახმარებას ჩვენც გავუწევთ რომ დროულად იყოს აღმოფხვრილი,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამ ეტაპზე სკოლის დირექტორი ქუთაისის შს სამმართველოს #3 განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 273 -ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 942-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი აფხაზეთის თემატიკას ეძღვნებოდა.

ამინდი