საჩხერის ორი სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და შეღავათებით ისარგებლებს
თარიღი : 2-03-2020, 21:59 | კატეგორია: ახალი ამბები

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს-სპეთს და ჭალოვანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 1731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246 012 მოქალაქე.
ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ესაა - საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.
გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია“.
სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.