"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!"-არასამთავრობოებმა ქუთაისში მშვიდობიანი აქცია გამართეს
თარიღი : 19-03-2014, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი აქცია გამართეს.
ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსკვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით.
"ვმართავ მშიდობიან აქციას და ვაგროვებთ ხელმოწერებს პარლამენტში შესატანად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეწყდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს იშვიათ შემთხვევაში,"- ამბობს "საერთშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტი თამარ ჭარბაძე.
"კვირის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოვაგროვებთ ხელმოწერებს და შევიტანთ საქართველოს პარლამენტში,"- აცხადებს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძე.
არასამთავრობოების აქციას რიგითი ქუთაისელებიც შეურთდნენ.