"თავისუფალი საქართველო" შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
თარიღი : 19-03-2014, 12:28 | კატეგორია: პოლიტიკა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. პარტიის წევრის ზვიად წაქაძის თქმით, შოთა მურღულია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ქალაქის მერს გადადგომისაკენ მოუწოდებს.
„ყველამ იცის, რომ შოთა მურღულია მერობის კანდიდატია, თუმცა ის წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას, როგორც მერი ისე ეწევა. ჩვენი პარტია მოითხოვს, რომ მურღულიამ თანამდებობა დატოვოს და ოფიციალურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და ნუ იყენებს ადმინისტრაციულ რესურს,“- აცხადებს წაქაძე.
პარტიამ დღესვე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს წერილით მიმართა და ქუთაისში საარჩევნო სიების გასწორება სთხოვა, პარტიის წევრების განცხადებით, ქალაქში დღემდე არ არსებული მისამართებზე ამომრჩეველია რეგისტრირებული.