Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ცენტრალურ ბულვარში არსებული საპირფარეშოს გასარემონტებლად ტენდერის დასრულებას ელოდება

თარიღი : 1-03-2020, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განუცხადა, ელოდებიან ტენდერის დასრულებას. ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ პროექტი გაამართლებს.

"საპირფარეშოებთან დაკავშირებით როგორც მოგეხსენებათ პროექტირება დასრულდა. გამოცხადებულია შესრულებაზე ტენდერი და ველოდებით დასრულებას. ეს პროექტი თუ გაამართლებს (წესით უნდა გაამართლოს), შეიძლება გახდეს ისეთი პროექტი, რომელსაც სხვა ადგილებში გამოვიყენებთ. აქ საუბარია ავტომატიზირებულ შესასვლელზე, ადაპტირებულზე, ყველა სტანდარტების დაცვით მოწყობილ სველ წერტილზე. ველოდებით ტენდერის დასრულებას,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არსებული მოუწესრიგებელი და გაუმართავი საპირფარეშოების მოწესრიგებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს.

ამჟამად, მერიის ბალანსზე სულ 4 საპირფარეშოა. ესენია: წითელი ხიდის ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ავტომშენებლის ქუჩასა და ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე საპირფარეშოები.


ნანახია: 947-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბება, რის გამოც

ამინდი