Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონელ პოლიცილებს მოწმეებზე ზეწოლაში ადამაშაულებენ

თარიღი : 29-02-2020, 23:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
„შსს-ს საგამოძიებო ორგანო მოწმეებზე ზეწოლას ახდენს,“-ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ადვოკატმა როინ ჭეიშვილმა განუცხადა. საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა და რის გამოც 4 ადამიანი დააკავეს.

ბრალდებულების ადვოკატი როინ ჭეიშვილი ამბობს, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 მარტსაა ჩანიშნული, გამომძიებლისთვის კი ადვოკატების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ჭეიშვილი ამბობს, რომ რადგან მოწმეები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებას იძლეოდნენ, პოლიციელებმა ერთ-ერთ მოწმეს სახლში მიაკითხეს და საგამოძიებო ორგანოში წაიყვანეს, სადაც ჩვენების შეცვლას მასზე ზეწოლით ეცადნენ.

"იცით, რომ 6 მარტს არის წინასასამართლო სხდომა. მანამდე, 5 დღით ადრე მტკიცებულებები უნდა გაგვეცვალა ერთმანეთისთვის. ამიტომ, დღეს ჩავედით ხონში, გამომძიებელს გავუცვალეთ ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის გამოკითხვის ოქმები და შემდეგ შევიტანეთ სასამართლოში. ეს მოხდა დღეს, სადღაც 1-2 საათისთვის. საღამოს კი გვირეკავს ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი (მეზობელია, ვინც მოგვცა ჩვენება ბრალდებულების სასარგებლოდ) და გვეუბნება, მოაკითხეს პოლიციელებმა და წაიყვანეს მანქანით, ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონო. მაშინვე წავედით, გენერალურშიც დავრეკეთ, ჩავაყენეთ საქმის კურსში, დავწერეთ საჩივრებიც, შემდეგ ვესაუბრეთ ჩვენს მოწმესაც და გვითხრა, რომ მაიძულებენ ჩვენების შეცვლასო. მითხრეს, ხომ იცი, მაგ ჩვენების გამო შეიძლება დაგიჭიროთ, შენი შვილი რომ თბილისში სწავლობს, იმას მაინც რატომ უქმნი პრობლემებს, რატომ უფუჭებ მომავალსო და ასეთი საუბრები დამიწყესო. ამაზე მეტი ზეწოლა რა გინდათ? თუმცა, ჩვენს მოწმეს უთქვამს, ჩემზე ზეწოლას ვერ მოახდენთ, რაცაა სიმართლე იმას ვეტყვიო და იგივე დააფიქსირა გამოკითხვის ოქმში.

ე.ი ჩვენი მოწმეეები პოლიციელებს მიჰყავთ და მათზე ზეწოლას ახდენენ. არ მოსწონთ მათთვის არასასურველი ჩვენებები რომ გვაქვს. ვითხოვთ, შეწყდეს ზეწოლა ჩვენს მოწმეებზე,”-ამბობს ადვოკატი როინ ჭეიშვილი.

ბრალდებულები ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობენ. პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა. დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

ბრალდებულებს ადვოკატები როინ ჭეიშვილი და ციცინო ბაბუნაშვილი იცავენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 519-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოში გამოსაცხადებელ მოწმეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამტკიცებდა, რომ ბრალდების მიერ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ მტკიცებულებების განადგურებასა და
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და

ამინდი