Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კორონავირუსის გამო, ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა შეწყდა

თარიღი : 29-02-2020, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების'' ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბაგა–ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელი პროცესი 2 მარტს შეწყდება და 16 მარტამდე გაგრძელდება. სწავლა ბაგა-ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების გამო წყდება.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, შევაჩეროთ სწავლა 2-დან 16-მდე იმ მოცემულობით, რომ გავაძლიეროთ სადენზიფექციო სამუშაოები. ამას აქამდეც ვაკეთებდით, მაგრამ ახლა დამატებით ზომებს მივიღებთ კიდევ“-განაცხადა წიტაიშვილმა.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გახდა ცნობილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სწავლა 24 ივნისს შეწყდა. ორ საზაფხულო ბაგა-ბაღში კი 400 ბავშვია რეგისტრირებული.
სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.

ამინდი