Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პატიმარმა, რომელსაც ბენზოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას ედავებიან, ქუთაისის ციხეში პირი ამოიკერა

თარიღი : 29-02-2020, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა ბრალდებულმა პირი ამოიკერა. როგორც მისმა ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადა, პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ მას მტკიცებულებების მიუხედავად, აღკვეთი ღონისძიება არ შეუცვალა.

როგორც ციცინო ბაბუნაშვილი განმარტავს, ბრალდებული გასული წლის აგვისტოში, ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბენზოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის დაიჭირეს, რაც მას არ ჩაუდენია. ის, რომ ბ.ჯ უდანაშაულოა, ადვოკატის თქმით, დნმ და შემთხვევის ადგილზე ამოღებული კამერებიც ადასტურებს.

„ყაჩაღობას ედავებიან, რომელიც მართლა არ ჩაუდენია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ საქმეზე. მოვიდა დნმ-ის დასკვნაც, სადაც ბრალდებული მხარე ელოდებოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თითის ანაბეჭდები ამოვიდოდა, მაგრამ არც ერთ დნმ-ის ნიმუშზე არ დაედარა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ თქვა, ეს ახალი გარემოება არ არისო და არ შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება, ამიტომ მიმართა პროტესტის უკიდურესს ზომას პატიმარმა.

თვითონ დაზარალებული ამბობს, ჯგუფურად დამესხნენ თავს და 550 ლარამდე წაიღესო, არადა საქმეზე მხოლოდ ერთი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია დაკავებული, რომელიც ბენზინგასამართსადგურის კამერებშიც კი არ ჩანს. ამასთან, დასაკითხთა სიაში 65 მოწმე ჰყავთ მითითებული. საიდან მოიყვანეს ამდენი, ვერ წარმომიდგენია, ამასთან არც ერთი არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. 14 მოწმეა ჯერ დაკითხული და 3 თვეც არაა დარჩენილი საპატიმრო ვადის გასვლამდე. იქეთ გვეხვეწებიან, მოვხსნათ ეს მოწმეები, მაგრამ არ მოვხსნით იმის გამო, რომ შეხედოს სასამართლომაც, მოსამართლე თათია გოგოლაურმა, აღნიშნული მოწმეები არაფერს რომ არ წარმოადგენენ და არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან ამ დანაშაულთან დაკავშირებით,“-ამბობს ციცინო ბაბუნაშვილი.

პატიმარს სასამართლო 179-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულს ადვოკატები ციცინო ბაბუნაშვილი და როინ ჭეიშვილი იცავენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 544-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როგორც პატიმრების ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ სამართალდამცავი ორგანოები პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.
როგორც სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მყოფი ლაშა გურეშიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ
არასრულწლოვან გ.-ს ბრალი ედებოდა ტყიბულში, სოფელ კურსებში მოხუცი ცოლ-ქმრის ოჯახის დაყაჩაღებაში.

ამინდი