Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლები, სადაც ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზები ეწყობა

თარიღი : 28-02-2020, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა სალხინოს, დიხაშხოს და სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინო-დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ვაშლარას უბნის გავლით). ხორციელდება გზის დაპროფილება, ქვიშა ხრეშის შეტანა და გასწორება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „Georgian Build“ ახორციელებს. გზის აღდგენითი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 447,733 ლარით ფინანსდება.

ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს დიხაშხო-ბზვანის საავტომობილო გზიდან ჯვარისერის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. გზის სანიაღვრე არხების ამოღება, დაპროფილება, ქვიშა ხრეშის შეტანა და გასწორება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „Georgian Build“ ახორციელებს. გზის აღდგენითი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება.

ზეინდრისა და სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეულებში მათი დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს /შუაგორადან/. ხორციელდება გზის დაპროფილება, ქვიშა ხრეშის შეტანა და გასწორება, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 830,000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუპოვერი“ ახორციელებს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ივნისის თვის დასაწყისში დასრულდება.


ნანახია: 485-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი