Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში, მეზობლებს შორის ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებული შელაპარაკება 4 ადამიანის დაკავებით დასრულდა

თარიღი : 28-02-2020, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატებმა როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა.

გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემაში ამხელს, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა.

დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.


ნანახია: 955-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით,იგივე მოთხოვნით, მე-6 დაწესებულებაში - 8, მე-7 დაწესებულებაში - 21, მე-8 დაწესებულებაში -
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს.
პატიმრები სასჯელის გადახედვას, ეკა ბესელიასთან, მთავარ პროკურორთან და სახალხო დამცველთა შეხვედრას ითხოვენ.
თუკი პატიმრებს სათანადო ყურადღება არ მიექცევათ, შიმშილობის დაწყებას მსჯავრდებულების ახლობლებიც გეგმავენ.

ამინდი