Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომელიც 2020 წელს იმერეთის რეგიონისათვის პრიორიტეტული იქნება

თარიღი : 28-02-2020, 00:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ბესიკ გოფოძე, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

მხარეებმა რეგიონში 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები იყო. ცვლილება ხუთმა მუნიციპალიტეტმა, ჯამში 87 პროექტში განახორციელა.

2020 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 106, 071,738.6 ლარია გამოყოფილი და ჯამში 1 765 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს სხვა მიმართულებებთან ერთად, პრიორიტეტულია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რეგიონში 191 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით 9,020,000.00 ლარი დაიხარჯება.

ასევე, იმერეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები. მხარის მასშტაბით 531 სოფელში გაიმართა კრება - კონსულტაცია, რის შემდეგაც მოსახლეობის მიერ 928 პროექტი იქნა შერჩეული და ყველა მათგანი 2020 წელს განხორციელდება.

ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში 105 ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებზეც 400-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960
სტრატეგიაში ასახულია იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.

ამინდი