Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, გელათში, ტაძრის სახურავიდან ფილები ცვივა

თარიღი : 28-02-2020, 00:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარ ტაძრის სახურავზე ფილები უხარისხოდ გაკეთებული აღმოჩნდა-ინფორმაცია ამის შესახებ topnews.com.ge-ს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ დაუდაატურა.

ბარამიძის თქმით, ფილები მართლაც უხარისხოდ გაკეთებული აღმოჩნდა და კლიმატურ პირობებს ვერ გაუძლო. თუმცა აცხადებე, რომ ხელშეკრულების თანახმად, გამოვლენილ ხარვეზებზე სამუშაოებს კომპანია ხელახლა ჩაატარებს.

„გუშინ გახლდათ მონიტორინგის ჯგუფი ქუთაისში, რათა შეემოწმებინათ დაზიანებული ფრაგმენტი. ეს გახლავთ დასავლეთის მკლავის იმ ფრაგმენტში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზე ხორციელდებოდა. ამ მკლავზე შესრულებულ სამუშაოებს აღმოაჩნდა წუნი, რამდენადაც, მასალა, რომელიც შეკვეთით მზადდებოდა, არ აღმოჩნდა ხარიხიანი და მან კლიმატური პირობებს ვერ გაუძლო. მაგრამ, სწორედ საამისოდ, სააგენტოსა და კოორდინატორ კომპანიას, ასევე კოორდინატორსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გათვალისწინებულია მუხლი, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს დაკვირვება შესრულებულ სამუშაოებზე, გამოვლენილ წუნზე კი შემსრულებელი ვალდებულია, გამოასწოროს არსებული ხარვეზი და უზრუნველყოს ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებზე ხელახალი რეაბილიტაცია. ამდენად, შემსრულებული თანახმაა, უახლოესი პერიოდიდან დაიწყოს ამ მკლავიდან დაზიანებული ფრაგმენტების მოხსნა და ახლით ჩანაცვლება,“-აცხადებს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავიდან ფილებმა ცვენა დაიწყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 545-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

ამინდი