გუბაზ სანიკიძეს ჟურნალისტმა ფარული ჩანაწერი გაუკეთა?
თარიღი : 18-03-2014, 17:48 | კატეგორია: პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე „ეროვნული ფორუმის“ ლიდერისა და ქუთაისის მაჟორიტარის გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სანიკიძის განცხადებები აწონილ-დაწონილი იყო.
გუბაზ სანიკიძემ თბილისში გამართულ პარტიის კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ერთიანი გუნდი არ არის და ის ყოფილი „ნაციონალებით“ გაივსო. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანას მხოლოდ ორი ეფექტური მინისტრი ჰყავს.
„აყველა ადამიანს აქვს უფლება ვიღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. ჩვენ ვემზადებით პარტიული ყრილობისათვის, რომელიც მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე გვაქვს შეხვედრები პარტიის აქტივთან რეგიონებსა და რაიონებში. კონფერენციაზე ჟურნალისტი შეიპარა და ფარული ჩანაწერი გააკეთა. იქ ნათქვამი ყველაფერი აწონილ-დაწონილი იყო. იქვე ცალსახად თქვა გუბაზმა, რომ ჩვენი კოალიციიდან გასვლის საკითხი არ განიხილება და ყველაფერს გავაკეთებთ კოალიციის ერთიანობისათვის“, - აცხადებს ანი მიროტაძე.