Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხალხის სიცოცხლის ხარჯზე ფულს აკეთებენ. უბედურება კი ის არის, რომ გაჩუმებენ და გეუბნებიან, სიმართლეს ვერ იპოვი, რაც არ უნდა იყვიროო,'-რა პრეტენზიები აქვთ მოქალაქეებს ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოს მიმართ?

თარიღი : 27-02-2020, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან დაკავშირებით, პაციენტებს პრეტენზიები აქვთ.

როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, კლინიკა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე მეტად ფულის შოვნაზეა ორიენტირებული. მოქალაქეები კონკრეტულ ისტორიებს იხსენებენ და ჰოსპიტალის მედპერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

„საავადმყოფო კი არა, სასაკლაოა. ხალხის სიცოცხლის ხარჯზე ფულს აკეთებენ. უბედურება კი ის არის, რომ გაჩუმებენ და გეუბნებიან, სიმართლეს ვერ იპოვი, რაც არ უნდა იყვიროო. როგორც უნდათ და აწყობთ ისე აკეთებენ ყველაფერს,“-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ქუთაისში ყველა ასე არაა? რომელი არაა სასაკლაო? არც არაფერი იციან და ფულს ტყუილად აწერენ ხალხს. შეიძლება სასწრაფოთი მიყვანილ ფეხმოტეხილ კაცს ღამის საათებში 104 ლარი გადაახდევინონ არაფერში? რომლისთვისაც ერთი ნემსი და ერთი აბი წამალიც ვერ გაიმეტეს, დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ისე წამოვიყვანე დილით. მარტო ჩეკის ამოწერა მოასწრეს და მოახერხეს. არც გადამიხდია და არც გადავიხდი, ხშირად კი რეკავენ ამაზე ტელეფონზე, მაგრამ იქით მერიდონ, რომ სათანადო ზომები არ მივიღო მაგათთვის. შერცხვეთ ბოლოს და ბოლოს, ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე არსებობენ, ღმერთს მივანდობ მაგათ საქციელს,"-აცხადებს კლინიკის საქმიანობით უკმაყოფილო კიდევ ერთი მოქალაქე.

„ფულზე არიან მხოლოდ გამწარებულები, სათანადო ყურადღებას კი არ აქცევენ ადამიანს. ბავშვთა განყოფილება სასაკლაოა, კარდიოლოგია იდეალური,“-თვლიან მოქალაქეები.

არიან ისეთებიც, რომლებიც კლინიკის მომსახურებით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ჰოსპიტალის თანამშრომლების უმეტესობა თავისი საქმის პროფესიონალია.

„მე კმაყოფილი ვარ, მათი ექიმები რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ყველა ერთნაირი არაა მანდ. რომ იტყვიან ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავო, მართალია. ერთმა რომ ლამის გამისტუმრა ამ ქვეყნიდან, მეორემ გადამარჩინა, ამიტომ ექიმის სახელი და გვარი უნდა მიუთითოთ,“-თვლის ერთ-ერთი მოქალაქე.

„ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო, იმიტომ რომ მანდ ვიმშობიარე და ჩემი ბავშვი მანდ გადამირჩინეს. ასე, რომ ყველა ექიმს ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. ყველა საავადმყოფოში ხდება ცუდი რამ,“-აცხადებენ ქალაქეები.

მოქალაქეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით Topnews.com.ge-ს ჰოსპიტალის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონკრეტულ შემთხვევებს გაეცნობიან და ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს მოქალაქეების ბრალდებებზე.

„ნებისმიერი ბრალდება შეიძლება იყოს ობიექტურიც და სუბიექტურიც. თუ კონკრეტულ შემთხვევას არ გავეცნობით, გაგვიჭირდება კომენტარის გაკეთება. ჩავაყენებთ საქმის კურსში ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერსაც, შევისწავლით საკითხს და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს,“-აცხადებენ ჰოსპიტალის პრესსამსახურში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 415-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოქალაქეთა მტკიცებით, სამართალდამცველებს, რომლებიც იმერეთის მხარის მასშტაბით ე.წ რეიდებს ატარებენ, მოქალაქეები პოლიციის შენობებში
ქალაქის საკრებულოს წევრები ეჭვობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ იმ თანამშრომლებს გაათავისუფლებენ, რომლებიც ყოფილი

ამინდი