Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენად არის მზად ქუთაისი ვირუსთან გასამკლავებლად?-რას ამბობენ ინფექციონისტები

თარიღი : 27-02-2020, 00:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან გუშინ დაბრუნდა.

ვირუსის ნიშნები არ უფიქსირდებათ ჩინეთიდან საქართველოში ევაკუირებულ მოქალაქეებს. 34 ადამიანი, რომელთა შორის 2 ბავშვია, კარანტინს მეხუთე დღეა საჩხერეში გადის. საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. 34-ივე ადამიანზე ზედამხედველობას ინფექციონისტები ახორციელებენ.

მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს ქუთაისში არსებული “კლინიკა ბომონდი”-ს ინფექციონისტი.

არჩილ ჯალაღონიას თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს და თუ ვირუსს ეპიდემიის სახე არ ექნება, ქუთაისი ცალკეული შემთხვევების გასამკლავებლად მზად არის. მისივე თქმით, ქალაქში არის რამდენიმე ბოქსირებული პალატა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მედიკოსი მოქალაქეებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას ურჩევს.


ნანახია: 551-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.

ამინდი