Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხობს ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მოთხოვნას-უარი თქვან ხელფასებსა და საწვავზე

თარიღი : 26-02-2020, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მარეხ ნიჟარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმის გამო ბიუჯეტის ფულით სარგებლობაზე უარი უნდა თქვას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ნიჟარაძეს ურჩევს, თავის კოლეგებთან ერთად ფული აკრიბოს და მათ მიერ კვერცხებითა და საღებავებით დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადები მოაწესრიგონ. შუშანია საკრებულოს სხდომებზე დასწრებაში აზრს ვერ ხედვას, რადგან მისი თქმით, ქუთაისის საკრებულო ნოტარიულ ბიუროდ გადაიქცა.

"ზოგადად, საკრებულოს სხდომაზე სიარულს აზრი არ აქვს, რადგან საკრებულო ნოტარიული ბიურო გახდა, რომელშიც საკითხების განხილვა არ მიმდინარეობს. რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ქალბატონ მარეხი ნიჟარაძეს, ნანა კოსტავას და ალეკო ახალაძეს, როცა კვერცხებითა და საღებავებით ჩვენს ოფისებს არბევდნენ. საღებავებით სროლაში შევეჯიბროთ მათ თუ კვერცხების? უფრო მეტიც, როდესაც 38 მილიონს ხარჯავს მერია პარტიული აქტივისტების, ახლობლების, ნათესავების დასაქმებაში, უხერხულია ბიუჯეტის თანხებზე ლაპარაკი. სჯობს, ამ ადამიანებმა საკუთარი ფული დადონ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადები (თამარ მეფისა და ცისფერყანწელთა ქუჩებზე) მოაწესრიგონ, რომლებიც თვითონ დააზიანეს და დღემდე დაზიანებულია.

თქვენ კარგად უყურებთ, რომ საბჭოთა კავშირის ყრილობას ჰგავს საკრებულოს სხდომა ოპოზიციის გარეშე, სადაცაა მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები. უფრო მეტიც, ჩვენი არც ერთი წინადადება არ განხილულა საკრებულოში. წინა წელს მაგალითად 31 ინიციატივა გვქონდა და არც ერთი არ განუხილიათ, არც კი უმსჯელიათ. ჩვენ, მედიის საშუალებით ვსაუბრობთ, ვხვდებით ამომრჩევლებს, მათ კი საკრებულოს წევრობა რაღაც კომუნისტური პარტიის დელეგატებით სხვადასხვა ღონისძიებაზე სიარული და შემდეგ ფეისბუქზე ლამაზ პიჯაკებში სურათების გამოდება ჰგონიათ. სანამ ნორმალური რეჟიმი არ იქნება საკრებულოში, მანამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ საკრებულოს სხდომებზე სიარულის აზრს,“-აცხადებს გიგა შუშანია.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების მოწოდება მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავჯდომარის დავით გოგისვანიძისთვისაც.

„ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები, მათ შორის მარეხი ნიჟარაძე, პირადად ღებულობდა მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევაში. ამასთან, ხელისუფლება ამ დაძაბულ სიტუაციაში აგრძელებს ოპოზიციური ლიდერების დაკავების ხაზს აბსურდული ბრალდებებით. ზუსტად ამის გამო ვუცხადებთ მათ ბოიკოტს. მაგათ იმაზე იზრუნონ, რაც დაპირდნენ ხალხს, ის ვალდებულებები შეასრულონ. ისინი არიან ხელისუფლებაში, ჩვენ-უმცირესობაში. იმაზე გაგვცენ ხოლმე პასუხი, როცა ვაკეთებთ განცხადებებს, ვაქვეყნებთ აუდიტის დასკვნებს, სადაც ისინი ბიუჯეტის 60%-ს ხელფასებში ხარჯავენ. ამაზე გააკეთონ კომენტარი.

ჩვენ კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებთ. ნიჟარაძეც, ახალაძეც და ნანა კოსტავაც მედროვეები არიან. ისინი პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, რომ ბოიკოტის გამოცხადება პროტესტის გამოხატვის ელემენტარული დემოკრატიული ფორმაა. ნიჟარაძემ თავის ამომრჩევლებს გასცეს პასუხი, პარლამენტი რომ გადაიტანეს ქუთაისიდან, რატომ არ ამოიღო ხმა. ამას პირდებოდა ქუთაისელებს? ამაზე გასცეს მათ პასუხი და იმაზე ნუ დარდობს, რომ ჩვენ ჩვენი კანონიერი პროტესტის უფლებით ვსარგებლობთ. თუმცა, პროტესტი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს არ ვხვდებით. ეს არის ჩემი პასუხი იმ სისულელეზე და ბოდვებზე, რაც მარეხი ნიჟარაძეს საკრებულოს სხდომაზე უთქვამს,“- აცხადებს დავით გოგისვანიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საკრებულოს სხდომაზე, მარეხი ნიჟარაძემ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, თუკი ბოიკოტის რეჟიმს არ შეწყვეტენ და თავიანთი ამომრჩევლის წინაშე დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებენ, მაშინ ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზეც უარი თქვან.

ნიჟარაძის ინიციატივას სხდომაზევე მხარი ნანა კოსტავამ და ალეკო ახალაძემ დაუჭირეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 418-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი