Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართული ოცნების’ დეპუტატი ოპოზიციას ხელფასსა და საწვავზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

თარიღი : 26-02-2020, 17:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი მარეხი ნიჟარაძე ოპოზიციას ბოიკოტის რეჟიმის გამო აკრიტიკებს. ნიჟარაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე თვეებია საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან, სამაგიეროდ კი ბიუჯეტის რესურსების გამოყენებაზე უარს არ ამბობენ. დეპუტატი ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს, თუკი ბოიკოტის რეჟიმს არ შეწყვეტენ და თავიანთი ამომრჩევლის წინაშე დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებენ, მაშინ ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზეც უარი თქვან.

„როდესაც სარგებელს ღებულობ ბიუჯეტის ფულს, თუნდაც საწვავს, სალაპარაკოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის იმისთვის რომ სამსახურში იარო და დაკისრებული მოვალეობა შეასრულო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პირიქით, უნდა ჩაერთონ საქმიანობაში, საკრებულოს იქნება ეს, თუ თვითმართველობის, თუნდაც კრიტიკის სახით, რაც აქვთ სალაპარაკო და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. ეს არის ამომრჩევლის აბუჩად აგდება, რომელმაც შემოგიშვა საკრებულოში, შენ კი საკრებულოს არ ესწრები, არ გაინტერესებს რა ხდება, არც ერთ საკითხში არ ხარ ჩართული, კომისიებშიც კი არ მონაწილეობ.

მე მათ ადგილზე, როგორც საკრებულოს ერთი წევრი, თუკი ბოიკოტს ვუცხადებ იმას, სადაც ვარ, აუცილებლად უარს ვიტყოდი ხელფასზეც, საწვავზეც და სალაპარაკოზეც. წესით და კანონით უარი უნდა თქვან ამაზე. სამართლებრივად მათ შეუძლიათ კიდევ გააგრძელონ ბოიკოტის რეჟიმი, მესმის, მაგრამ ეს მორალისა და თავმოყვარეობის საკითხია. მათ ვალდებულებები აქვთ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. ეს არის სამსახურეობრივი საქმიანობა და არა დესტაბილიზაციისთვის ქუჩაში დგომა,”-აცხადებს მარეხი ნიჟარაძე.

მარეხი ნიჟარაძის ინიციატივას სხდომაზევე მხარი ნანა კოსტავამ და ალეკო ახალაძემ დაუჭირეს.

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი მაია სვინტრაძე განმარტავს, რომ საკრებულოს სხდომაზე დაუსწრებლობა არ ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს რიგითი წევრები თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ. ამასთან, მისი თქმით, ბოიკოტის რეჟიმი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად არ შეიძლება ჩაითვალოს.

„თვითმმართველობის კოდექსით პირდაპირ არის განსაზღვრული საკრებულოს თანამდებობის პირებისა და რიგითი წევრების უფლებები და მოვალეობები. ამ ადამიანების მოვალეობას წარმოადგენს, ჩაერიონ და მართონ ქალაქი, ვალდებულებებში კი შედის მუშაობა, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრა, მათი პრობლემების გადაწყვეტაში უშუალოდ ჩარევა და ა.შ. მაგრამ საკრებულო წევრები, როდესაც არ დადიან საკრებულოს სხდომაზე და მათ აქვთ არასაპატიო მიზეზი, ამისთვის კანონი გარკვეული პრობლემების შექმნას ითვალისწინებს და ეს გახლავთ ექვსთვეზე მეტი ხნის ვადით საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ამის პრეცედენტი უკვე არსებობს ბატონი გიორგი უკლებას სახით.

ბატონი გიორგის შემთხვევაში იყო არასაპატიო მიზეზით არგამოცხადება სხდომებზე, მაგრამ როდესაც პოლიტიკური დაჯგუფება ან ერთი კონკრეტული რიგითი საკრებულოს წევრი, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო არ ცხადდება სხდომებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ეწევა საკრებულოს წევრისთვის კანონით მიკუთვნებული მოვალეობების შესრულებას. არავინ არ იცის და დადასტურებადი არ არის ის გარემოება, რომ ეს ადამიანები არ ხვდებიან თავიანთ ამომრჩევლებს, არ ეწევიან ბიუჯეტის განხილვას თავის სამუშაო კაბინეტში, არ აკეთებენ ბრიფინგებს და ა.შ. მხოლოდ სხდომებზე დასწრება არ შემოფარგლავს მათ საქმიანობას, როგორც საკრებულოს წევრებისას,“- აცხადებს მაია სვინტრაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი ივნისის თვეში გამოუცხადა. რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოქტომბერში, საკრებულოზე ოპოზიციონერი დეპუტატები დაბრუნდნენ, თუმცა, პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებზე დასწრებაზე კვლავ უარი განაცხადეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა.
აგრეთვე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე რიგითი ქუთაისელები დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ და აცხადებენ, რომ მათი ადგილი