Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შესაძლოა ქართულ-ბელორუსიული საწარმოები გაიხსნას

თარიღი : 18-03-2014, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმერეთის გუბერნატორს და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, თუ რა მიზეზით აღარ ხდება საქართველოში თავიანთი წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია და რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება მათი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ამასთან, იმერეთის გუბერნატორის თქმით შესაძლოა, მომავალში ქართულ-ბელორუსიული საწარმოები ქუთაისშიც გაიხსნას, რაც მისი თქმით, ქალაქში სოციალურ ფონს გააუმჯობესებს.
„სტუმრებმა სინანული გამოთქვეს, რომ 20 წელია დაკარგეს ქართული ბაზარი. ჩვენგან იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ძველი ინდუსტრიული პოტენციალი და ამიტომ, მათ განეხილათ პერსპექტივა მცირე საწარმოს აქ მოწყობისა. ძირითადად ორ სეგმენტზე იყო შეთანხმება ერთი, რომ მეტად აქტიურად მიიღონ მომაწილეობა გამოცხადებულ ტენტდერებში, სადაც მუნიციპალიტეტებს აქვთ წინა პირობა სპეც ტექნიკა შეიძინონ. მეორე განხილული იყო სახელმწიფოსთან ერთად რეგულირებული საკითხი ერთიანი საკონტრაქტო პირობების განხილვისა,“-განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.


ნანახია: 1652-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშროლბაზე ისაუბრეს
მოთხოვნა ქართულ ღვინოზე უფრო მაღალია ვიდრე გასულ წლებში.
ჭიჭინაძის თქმით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 86 მილიონი, საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად კი, ევროპის განვითარების ბანკიდან 102
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ოქტომბერში აჭარის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ესტუმრა

ამინდი