თემურ ცამციშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 1–ელ ოქტომბერს ჩაინიშნა
თარიღი : 29-08-2013, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 3 მოწმე წარმოადგინა, რომელიც მოსამართლემ დაკითხა. ცამციშვილის პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით 1–ელ ოქტომბერს განახლდება, სადაც ბრალდების მხარის ყველა მოწმე და ასევე ექსპერტი დაიკითხება, რომელიც ზუსტ მონაცემებს წარმოადგენს, თუ რა მანძილია რეალურად ქუთაისიდან თბილისამდე. შეგახსენებთ,რომ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ცამციშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვას ედავება.საუბარია 2011 წელს ერთ-ერთი შპს-სთვის 6 ათასი ლარის გადარიცხვაზე.