Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უნდა სარგებლობდნენ თუ არა დეპუტატები პრივილეგიით?-დისკუსია პარლამენტში

თარიღი : 18-03-2014, 16:38 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემა-არმიცემის საკითხის განხილვამ დეპუტატებს შორის ხმაური გამოიწვია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კონსტიტუციაში არ წერია, რომ დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება პარლამენტს უნდა ჰკითხონ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტის თანხმობა დეპუტატის დაჭერის, მისი ჩხრეკისა და დაპატიმრების შემთხვევაში არის საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის მიღება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ქუცნაშვილი ამბობს, საკანონმდებლო ორგანო ყაჩაღების თავშესაფრად იქცევა.
დეპუტატის თქმით, 2005 წელს პარლამენტისათვის თავის შეფარებას ე.წ. ფულიანი ადამიანები იმუნიტეტის მოპოვების მიზნით ცდილობდნენ. დღეს კი როგოც ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ეფარებიან.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დეპუტატის მიმართ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას პარლამენტის თანხმობა არ უნდა სჭირდებოდეს, რაც შეეხება დეპუტატის ჩხრეკას, დაკავებასა და დაპატიმრებას, ამ შემთხვევაში დეპუტატი პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის მომხრედ რჩება.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დეპუტატისათვის იმუნიტეტის შესუსტებას ითვალისწინებს, პარლამენტში მიმდინარე კვირას შევა.
ცნობისთვის, პროკურატურა პარლამენტს უმცირესობის დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად თანხმობას სთხოვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოსათვის თანხმობის მიცემა არ შეუძლია.


ნანახია: 1908-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სტუდენტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე,
დაპირისპირება დამოუკიდებელი დეპუტატის “მწვანეთა პარტიის” წევრის გია გაჩეჩილაძის გამოსვლას მოჰყვა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადება დაპირისპირების მიზეზი გახდა.
პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ახალი ლოგო დაამტკიცეს. ამ ეტაპზე არსებულ ლოგოზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს პარლამენტში
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.

ამინდი