Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის ორ სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო

თარიღი : 25-02-2020, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში- ვერტყვიჭალაში და საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო. ბაღებში მოეწყობა სათამაშო, საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები.

პროექტი ითვალისწინებს 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას.

"ბაღები სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.

ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმოდ გაიხსნა.

ამინდი