Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობს ‘ჯორჯიან მანგანეზი’ შუქრუთის მოსახლეობას და რატომ ვერ თანხმდებიან მხარეები?

თარიღი : 25-02-2020, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
24 თებერვალს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ინფორმაციას თავად კომპანიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იგივე პირობებს ჭიათურის რეგიონის სხვა სოფლების მოსახლეობასაც სთავაზობს.
კერძოდ, კომპანიისგან შეთავაზებულია შემდეგი პირობები:

1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას;
2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს;
3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს;
4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით;
5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგია და მზად არის, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას ხელშეკრულებების პირობები ინდივიდუალურად გააცნოს და ის უმოკლეს ვადებში გააფორმოს.

იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციები, ასევე საწარმოო პროცესის შეფერხება გაგრძელდება და „ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირება შეწყდება, ეს უდიდესი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონისთვის და კომპანიაში დასაქმებულთათვის,“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის მაღაროების ბლოკირებისა და მათი მუშაობის შეფერხების ფორმით. ჯორჯიან მანგანეზთან ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილების ფონზე, შუქრუთის მოსახლეობა სთხოვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, უშუამდგომლოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში.

23 თებერვალს მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურენო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.


ნანახია: 266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ამინდი