Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხელფასოდ დარჩენილ მუშებს იუსტიციის მინისტრის დახმარების იმედი აქვთ

თარიღი : 18-03-2014, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 7 მუშა უკვე 8 თვეა კუთვნილ ხელფასს ელოდება. უხელფასოდ დარჩენილი მუშები დახმარებას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვენ.
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე მუშების პრობლემა გააჟღერეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, შპს „ქეთურინამ“, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ევალებოდა, მუშები უხელფასოდ დატოვა. აღნიშნულ შპს-ს 7 მუშის მიმართ დაახლოებით 7 000 ლარიანი დავალიანება აქვს.
„მუშებმა სასამართლოს მიმართეს და პროცესი მოიგეს. შპს „ქეთურინამ“ კი,როდესაც მიხვდა საქმეს აგებდა, სახელი შეიცვალა და „გზა 21“ დაირქვა, თუმცა შპს-ს ხელმძღვანელობა, მისამართი და საინდენტიფიკაციო კოდი იგივე დარჩა. ამიტომ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, იუსტიციის მინისტრისათვის მიმართვა გადავწყვიტეთ,“ - ამბობს წულაია.
ქუთაისში ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაცია გასული წლის მარტში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„სამართალი ვერ ვიპოვეთ. ამიტომ, დახმარებას იუსტიციის მინისტრს ვთხოვთ,“ - ამბობენ მუშები.


ნანახია: 1925-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული უხელფასოდ დარჩენილი მუშების პრობლემას კიდევ ერთხელ
მუშების განცხადებით, ისინი ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდნენ, თუმცა როგორც აცხადებენ,
წყალტუბოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მუშებმა დღეს აქცია გამართეს, სადაც
საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე სამი იყო, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით საქმეების განხილვა მხოლოდ

ამინდი