Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქალაქის მერიის თანამშრომელი ცემეს

თარიღი : 24-02-2020, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელი ცემეს. ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

“ალბათ ორ ათეულზე მეტი ადამიანი იქნებოდა. აგრესიით წამოვიდნენ, აქ სხვას არ შემოვუშვებთო. მოხუცი ქალბატონის განთავსება გვინდოდა იმ ოთახში, რომელშიც ერთი ადამიანი დროებით გვყავს შესახლებული. ზურა ბურჯანაძეს დაზიანებული აქვს თვალი და დაზიანებები აღენიშნება სახის არეში,”-ამბობს მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებული უკვე გამოკითხა პოლიციამ.


ნანახია: 692-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, საუბარი დაახლოებით 45 000 ლარზე, რაც სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში განთავსებული 80-მდე ოჯახი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებლის, ჯონი არაბიძის თქმით, ქალაქის მასშტაბით
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის 18 ნომერში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში შესახლებულ სოციალურად დაუცველებს ქალაქის მერია უახლოეს

ამინდი