Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შატო გელათი’ ყველიერის კვირეულისთვის სტუმრებს განსაკუთრებულ მენიუს სთავაზობს

თარიღი : 24-02-2020, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის მარხვისთვის ემზადება, მანამდე კი წინ ყველიერის კვირაა. სპეციალურად ამ კვირეულისთვის „შატო გელათმა“ მის ერთგულ მომხარებლებს განსაკუთრებული მენიუ შესთავაზა. „შატო გელათის“ შეფ-მზარეულები 24-დან 29 თებერვლის ჩათვლით რესტორანში მისულ სტუმრებს ყველისგან დამზადებულ სხვადასხვა კერძს შესთავაზებენ.

„ჩვენი სტუმრებისთვის განსაკუთრებული მენიუ მოვამზადეთ. მათ ვთავაზობთ ყველისგან შემდგარ კერძებს. გავიხსენეთ ძველი ტრადიციული ხაჭაპური „ჩაკეცილები“, რომლებიც ოთხკუთხედი ფორმისაა, კუთხეებში ნიგვზით. ასეთი ხაჭაპური ცხვებოდა რაჭა-ლეჩხუმის მთიან ნაწილში. არის ტრადიციული, ძველი, ავთენტური, რაც შეგვიძლია ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ. ეს მხოლოდ ყველიერის კვირეულისთვის იქნება, რადგან იცით, რომ შემდეგ დიდი მარხვა იწყება. ამიტომ 24-დან 29-ის ჩათვლით შევთავაზებთ ამ მენიუს. თუ გამოგვყვებიან სტუმრები, მოხარულები ვიქნებით,“-ამბობს  „შატო გელათის“ დირექტორი ნესტან კოხრეიძე. 

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო  Topnews.com.ge „შატო გელათის“ მიერ სპეციალურად ,,ყველიერის კვირეულისთვის“ შექმნილ მენიუს გთავაზობთ.

• ყველის დაფა  (ყველის ნაირსახეობა) კეცის მჭადთან ერთად-12 ლარი.
• კიტრი - პომიდვრის სალათი ყველით- 6 ლარი
• ,,ბერძნული’’ სალათი - 8 ლარი
• ,,ბადრიჯნის რულეტი’’ ყველით - 6 ლარი
• ,,გებჟალია“- 8 ლარი
• ელარჯი- 8ლარი
• შემწვარი ელარჯის ბურთულები - 8 ლარი
• სულგუნი შემწვარი პიტნაში და კარაქში-10 ლარი
• მოხარშული ყველი პიტნით-10 ლარი
• ჭვიშტარი- 4 ლარი
• ,,ჩაკეცილები“ ოთხკუთხედი ხაჭაპური - 8 ლარი
• ბლინი ყველით -1,5 ლარი
• ბლინის დესერტი ხილით -9 ლარი.
 
ცნობისთვის, ულამაზესი ხედების, სასწაული გარემოს, გუნდისა და კერძების წყალობით რესტორანმა "შატო გელათმა" გახსნიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა და სტუმრების ნდობა. „შატო გელათი“ ერთ-ერთი პასუხია კითხვაზე: სად წავიდე მე, ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ან სად წავიყვანო ჩემი სტუმრები და რით ვასიამოვნო ისინი? 

უგემრიელესი, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული კერძები და სასიამოვნო გარემო სტუმრებს აღაფრთოვანებს და აოცებს. ამასთან, გელათის ტაძრისა და ულამაზესი ბუნების საოცარი ტანდემი ერთი ათად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის  რესტორანს. ეზოში ბუნებრივი ღელე მიედინება, ტერასა კი მდინარე წყალწითელას გადაჰყურებს. შატო საუკეთესო ადგილია რელაქსაციისთვისაც.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 608-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვებითი მომსახურეობა ქალაქის მერიას 2 000 ლარი დაუჯდება და ღონისძიებაზე მენიუ შემდეგი სახის იქნება.
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება.
Topnews.com.ge დაინტერესდა, რა თანხა დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს ქუთაისქალაქობის აღნიშნვნა?

ამინდი