Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობს ‘ჯორჯიან მანგანეზი’ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას?

თარიღი : 24-02-2020, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანს, ასევე კომპანიის საოპერაციო დირექტორ მერაბ ლომინაძესა და სოფელ შუქრუთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის შუამდგომლობით შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მოსახლეობას კონკრეტული შეთავაზება გააცნო და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება უმოკლეს პერიოდში მოხდება.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, კომპანიის წინადადებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განმარტება და დამატებით დეტალი სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან ინდივიდუალურად განიხილოს,“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას მაღაროში მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა. ისინი მაღაროელებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების გამო, მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა. აქციის მონაწილეები დაბზარული კედლების გამო კომპენსაციას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებოდნენ.  ჭიათურაში არსებული 16 მაღაროდან 13 პარალიზებული იყო.

თავად „ჯორჯიან მანგანეზი“კი ამტკიცებდა, რომ კომპანიას სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე სამუშაოები არ უწარმოებია და მათ საბჭოთა პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება უწევთ.
 


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ამინდი