ხონის სასპორტო სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
თარიღი : 24-02-2020, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას.
ხონის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლას მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ ჭიდაობისა ტატამი და სპორტული ინვენტარი გადასცა. გარდა ამისა, გოგოლაძემ ახალგაზრდა სპორტსმენები სამინისტროს მიერ გამოცემული სპორტული თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ახალგაზრდა მოჭიდავეებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაესწრო. სპორტსკოლაში წარმატებულად ფუნქციონირებს ჭიდაობის სექცია. ასევე დაგეგმილია ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია.