Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნიტა’ სახლის ორიგინალური და დახვეწილი დიზაინის, საუკეთესო ხარისხის ავეჯის შეძენის საშუალება ქუთაისის შემდეგ თბილისშიც არის შესაძლებელი

თარიღი : 23-02-2020, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ავეჯის სახლი „ნიტა“, რომელშიც მაღალი ხარისხის, კლასიკური და თანამედროვე სამარკო ნიშნის ექსკლუზიური პროდუქცია ერთიანდება, ქუთაისის შემდეგ თბილისში გაიხსნა. ორიგინალური და დახვეწილი დიზაინის, საუკეთესო ხარისხის ავეჯის შეძენის საშუალება მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივნის პირველ ნომერში, საუკეთესო ფასად შეეძლებათ.

“ნიტა“ 4 ქვეყანასთან-თურქეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან და დუბაისთან თანამშრომლობს. მან სწორედ თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „Weltew Home“-თან ხელშეკრულება გააფორმა და ერთობლივი კავშირით საქართველოს ბაზარზე, მაღალ სტანდარტებზე დამზადებული, თანამედროვე პროდუქცია შემოიტანა.

„ახლა უკვე ჩვენს დედაქალაქში, თბილისშიც ვართ წარმოდგენილი. ჩვენი მაღალი ხარისხისა და სამარკო ნიშნის ექსკლუზიური პროდუქცია განთავსებულია სამ სართულზე. „ნიტას“ სახლი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ძველებური, თანამედროვე და კლასიკური ერთობლიობით შერწყმულ პროდუქციას,“-განაცხადა ავეჯის სახლ „ნიტას“ დირექტორმა მირანდა ხეცურიანმა.
https://i.postimg.cc/KzhJsnt3/3-E871-D4-F-BB86-4-D79-AA3-D-78820-A235264.jpg
„საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მიხარია, რომ ჩვენ აქ, ჩვენი მაღაზია გავხსენით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება და მომხმარებლებს მათთვის სასურველ პროდუქციას მივაწვდით,“-განაცხადა კომპანია „Weltew Home“-ის პრეზიდენტმა მუსტაფა ბალჯიმ.

მაღაზია „ნიტა“ 2017 წელს, პირველად ქუთაისში, ბიზნესმენ კახაბერ ლევიძის მიერ გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში კი „ნიტამ“ შეიძინა ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ახალი ფილიალის გახსნის დღეს, წამახალისებელ გათამაშებაში ჩაერთვნენ და საჩუქრად გამორჩეული ნივთები მიიღეს. მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც იყვნენ.

„ზოგადად, მიყვარს ავეჯის სახლი „ნიტა“, ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ უკვე დიდი ხანია. ჩემს მშობლიურ ქუთაისში აღმოვაჩინე, უკვე ისე ვარ, მის თითოეულ პროდუქტს ვიცნობ, ვიცი ხარისხი, მათი კომფორტი, ნამდვილად ყველას ვურჩევდი „ნიტას“ ავეჯის შეძენას,“-ამბობს მომღერალი სალომე ბაკურაძე.

„მიხარია, რომ „ნიტას“ ფილიალი თბილისშიც გაიხსნა. რამდენიმე ნივთი, რომელიც ჩემს სახლს ამშვენებს, სწორედ ამ ავეჯის სახლშია შეძენილი. დღესაც, განახლებული კოლექცია რომ ვნახე, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მომინდა. ზუსტად ის ინტერიერის კოლექციაა შემოსული, რომელიც წლევანდელი წლის ტენდეციაა,“-ამბობს ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი.

„ნიტა“ არის ავეჯის საუკეთესო არჩევანი, სადაც ხარისხი ყოველთვის ფასზე მეტია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2019 წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების მასშტაბურ ღონისძიებაზე ავეჯის სახლი "ნიტა" წლის ავეჯის სახლის, ხოლო მისი დირექტორი მირანდა ხეცურიანი "წლის ბიზნეს ლედის" ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
 
ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 725-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფასდაკლებები ავეჯის სახლში 13, 14, 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და ის სრულ კოლექციას შეეხება.
ავეჯის სახლი სხვადასხვა ქვეყნიდან (ბელგია, ჩინეთი, დუბაი, თურქეთი) ჩამოტანილი ავეჯით მარაგდება, თუმცა მომხმარებლის დაკვეთით,
კონკურსის ჟიური ფინალური შოუსთვის მონაწილეებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში (5 წლიდან 7 წლამდე; 8 წლიდან 12 წლამდე; 13 წლიდან 16
ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას

ამინდი