Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ზუსტად ასეთ დეპუტატზე ვოცნებობდით,’-რას ფიქრობენ მოქალაქეები გამარჯვების ოლქის მაჟორიტარზე

თარიღი : 23-02-2020, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გულისხმიერი და ყურადღებიანი პიროვნება-ასე აფასებენ მოქალაქეები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს და გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შენგელიას.

ადგილობრივები კვირაში ერთხელ, პარასკევს, ირაკლი შენგელიას ხვდებიან და გარკვეული პრობლემებით მიმართავენ. მოქალაქეები  Topnews.com.ge-სთან კონკრეტულ ისტორიებს იხსენებენ, როცა მათ მაჟორიტარი გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარა.

„ბატონ ირაკლისთან პირველად ნამდვილად არ ვარ. მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები (ფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა), მჭირდებოდა ოპერაცია, ძალიან მიიტანა გულთან ჩემი სატკივარი და დამეხმარა. ყველაფერი რაც შეეძლო და რის უფლებასაც კანონმდებლობა აძლევდა, მაქსიმალურად დამეხმარა. როგორც ძმა დაგიდგება დედმამიშვილს გვერდით, ისე დამიდგა. ყველგან და ყოველთვის აღვნიშნავ ამას, მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, დავდივარ ფეხზე, ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა. ძალიან ბევრჯერ დაურეკავს ჩემთვის და უკითხავს როგორ ხართ, ახლა რას შვებით, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ, არ მოგერიდოთო,“-ამბობს ეკატერინე იჩქიტიძე.

„ასეთი ხალხმრავლობა აქ ყოველ პარასკევსაა. ირაკლი ყველას ეხმარება როგორც კანონის ფარგლებში, ასევე საკუთარი სახსრებითაც. რაც შეუძლია მაქსიმალურს აკეთებს. ზუსტად ასეთ დეპუტატზე ვოცნებობდით. ის არის ნამდვილად ღირსეული ადამიანი, ჩუმი ქველმოქმედი, სიტყვა არ მომეპოვება ისეთი დადებითი, რომ ირაკლის არ ეხებოდეს. გავიხსენებდი ერთ ისტორიას, მე თავად ვიმყოფებოდი კლინიკაში ჩემი საქმიანი შეხვედრების გამო. იქ ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი პაციენტი იყო, რომლისთვისაც რეანომობილი უკვე გამოძახებული ჰყავდათ, თბილისში  უნდა გადაეყვანათ. მაგრამ პაციენტი ისე მძიმედ იყო, მისი გადაყვანის საშუალებაც აღარ ჰქონდათ უკვე. გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია და დისკი იყო გასაშიფრი. ბატონი ირაკლის მორიგეობა დღეს არ არის და როგორ მოვიქცეთო. მაშინვე დავურეკე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი საკრებულოს სხდომა იყო. ზუსტად 10 წუთში საავადმყოფოში იყო, გააკეთა რაც იყო საჭირო და ის ადამიანი თბილისში არ გაუშვა იმიტომ, რომ მისი ამხელა გზაზე წასვლა შეუძლებელი ყოფილა. დღეს ეს ადამიანი ცოცხალია. ასეთი ჩუმი ქველმოქმედებები რამდენი აქვს ბატონ ირაკლის გაკეთებული ვინ იცის. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები,”-ამბობს შორენა ამაღლობელი.  

„ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანია. გვითხრა, რაცაა გასაკეთებელი, უბნის პრიორიტეტები მითხარითო. მთელი ზასტავის ( სადაც ერთად 4 ბინაა) საწუხარი და პრობლემები ვუთხარი, ერთად გავაკეთეთ ბევრი რამ. თვითონ პიროვნებაზე მინდა ვთქვა, რომ ურთიერთობაში ძალიან კარგი ადამიანია. არა მარტო განათლებულია, არამედ ყველა ადამიანს გაგებით ეკიდება, უსმენს, ეხმარება.  ძალიან ბევრი დეპუტატი იყო, რომელსაც არ ვიცნობთ ჩვენ, ისე მიდიოდნენ  და მოდიოდნენ, ჩარაზული ჰქონდათ კარები, ეს ადამიანი  ფიქრობს, რომ ხალხში გავიდეს, ფართო მასებთან ჰქონდეს ურთიერთობა შეძლებისდაგვარად. ზოგჯერ მგონია შეუძლებელსაც შეძლებს. ძალიან ბევრი მთავრობები და დეპუტატები მომიცვლია, მაგრამ იშვიათია ისეთი დეპუტატი, როგორიც ბატონი ირაკლია,“-ამბობს გულიკო კუხიანიძე.

„ი.ჭავჭავაძის გამზირის #56 ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე ვარ. გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რაზეც ბატონ ირაკლის ძალიან ხშირად ვაწუხებთ ხოლმე. ბინას რაც კი დასჭირდა, დენის პრობლემა იყო, გაზის, თუ სხვა რამ ყველაფერზე დაგვეხმარა. ახლაც ბინის საჭიროების გამო ვარ აქ, ცენტრალური კანალიზაციის მილი უხვევს ჩვენს ეზოში და ამასთან დაკავშირებით მოვედი,”-ამბობს ნესტან სვანაძე.

თავად ირაკლი შენგელია ამბობს, რომ მოქალაქეების საჭიროებებში გარკვევა და მათზე რეაგირება, მისი პრიორიტეტია.

„საკრებულოს, მათ შორის მაჟორიტარ დეპუტატებს ყოველკვირეულად აქვთ მოქალაქეთა მიღება. ეს არის პრიორიტეტი იმ დღიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოღვაწეობა. მოქალაქეები სხვადასხვაგვარი საკითხებით მოგვმართავენ, რომელიც ეხება საბინაო ინფრასტრუქტურას, სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვით საკითხებს და ა.შ. ვცდილოთ ნებისმიერი საკითხი მოსახლეობასთან ერთად მოვაგვაროთ,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 524-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შენგელია არჩევანის გასაკეთებლად უბანზე ბებოსთან ერთად მივიდა.
გამარჯვების ოლქში არჩევნებში 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გაიმარჯვა.
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
არასამთავრობო ორგანიზაცია 'მშვიდობიანი საქართველოს' პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე 'ქართული ოცნების' მიერ ბაღდათისა და ხარაგაულის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება.

ამინდი