Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სულხან საბას გამზირზე, ტრაილერმა გაზის მილი დააზიანა

თარიღი : 22-02-2020, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხან საბას გამზირზე, ტრაილერმა გაზის მილი დააზიანა. შედეგად, უბნის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება ავტომატურად შეუწყდა. შემთხვევა 29-ე სკოლასთან მოხდა. ადგილზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.

„ტრაილერი მოდიოდა და გამოედო გაზის მილს. თუ არ ვცდები საშუალო წნევის მილია დაზიანებული, ორ ადგილზეა გადატეხილი. შედეგად, დაახლოებით 8-9 ბინას აქვს შეწყვეტილი ბუნებრივი აირი, ვისაც ეს მილი ამარაგებდა. მაგრამ, ადგილზე უკვე მუშაობენ ბრიგადები და ასე 5-6 საათიდან ჩვეულებრივად აღუდგებათ გაზი მოქალაქეებს.

თვითონ ტრაილერის მძღოლმა დარეკა 112-ში, მე გვერდზე ვიყავი, სამუშაოები მიმდინარეობდა, მაშინვე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს ვაცნობე, ამ წუთშიც მუშაობენ ისინი,“-ამბობს მერის  წარმომადგენელი სულხან საბას ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი მუქერია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
 


ნანახია: 315-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს
13 იანვარს, ქვიტირის საშუალო წნევის მაგისტრალიდან შემომავალი 200მმ-იანი გაზსადენი მილი დაზიანდა, რის გამოც საათში დაახლოებით
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.