Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს

თარიღი : 22-02-2020, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერეში, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად დაკავებული კი ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.  
არასრულწლოვანის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი ესმა ნორაკია იცავს.

„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე რა თქმა უნდა, აღნიშნულს არ ეთახმებოდა, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. გასაჩივრებასთან დაკავშირებით მივიღებთ ალბათ ჩვენც შესაბამისს ზომებს. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ, უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთხოვო როგორც მედიას, ასევე საზოგადოებას, რომ მოცემულ საკითხთა დაკავშირებით ცოტა ფრთხილები ვიყოთ, წინასწარ განწყობებს ნუ შევქმნით,“-ამბობს ნორაკია.

დაკავებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომდევნი პროცესი კი 40 დღის ვადაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საჩხერეში, სოფელ ჭალაში, შვილმა მძინარე მამა საწოლში სანადირო იარაღით მოკლა. მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მოკლულის ცხედარი კი შვილმა ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
 


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ამინდი