Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შედეგებს მოუტანს ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი ჭიათურას, ზესტაფონსა და ვარციხჰესს?

თარიღი : 21-02-2020, 23:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი მერაბ ლომინაძე ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მან საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.  ლომინაძე ამბობს, რომ კომპანიას სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე სამუშაოები არ უწარმოებია და მათ საბჭოთა პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება უწევთ. ლომინაძის თქმით, მოსახლეობასთან 5 თვის წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რაშიც ის გარკვეულ ჯგუფებს ადანაშაულებს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს გვიწევს იმ სიტუაციაზე საუბარი, რომელიც განვითარდა შუქრუთში. პირველ რიგში ხაზს ვუსვამ იმას, რომ ის ფორმა, რომელიც დღეს არის გამოხატვასთან დაკავშირებით (გადაკეტილი გზები, შეფერხებული საწარმო პროცესი, ხალხი ქუჩაში ამ ზამთრის პერიოდში) ძალიან მძიმე სიტუაციაა და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას ყველა მხრიდან. მოგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში პარალიზებულია საწარმოო პროცესი, დაახლოებით 70%-მდე მოპოვებითი სამუშაოები არის შეჩერებული. ამასთან დაკავშირებით ვიღებთ შესაბამისს ზომებს, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის ეფექტი, რაც ამან შეიძლება გამოიწვია ჩვენს თანამშრომლებზე, მუნიციპალიტეტზე, იმ მოსახლეობაზე მათ შორის, რომელიც პროტესტს გამოთქვამს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალინ მალე ეს ყველაფერი განიმუხტება.

რეალურად საქმე გვაქვს იმ მემკვიდრეობასთან, რომელიც არა მარტო ამ კომპანიამ, არამედ ქვეყანამ მივიღეთ წინა კომუნისტური პერიოდიდან. ის კონკრეტული ზეგანი და სოფელი შუქრუთი ყველაზე უფრო აქტიურად დამუშავებული იქნა  საბჭოთა პერიოდში, 50-იან წლებში. ზოგადად მოგახსენებთ, რომ საბადო მოქმედებს უკვე 100 წელწადზე მეტია, 140 წელს ითვლის. შესაბამისად, ჭიათურის უმეტესი სოფლები ჩართული იყო სამთო-მოპოვებით სამუშაოებში. აღნიშნული იწვევდა იმ პრობლემას, რომ ვითარდება ეროზიული პროცესები, მცოცავი ქანები. დღეს უკვე იმ პრობლემატიკასთან გამკლავება გვიწევს ჩვენ, რომელთანაც არანაირი კავშირი დღეს არსებულ კომპანიას და დღეს არსებულ მოპოვებას არ გააჩნია.

კონკრეტულად სოფელ შექრუთთან და მის მოსახლეობასთან მოლაპარაკება დაიწყო ზუსტად 5 თვის წინ. ჩართული იყო არაერთი ჯგუფი და მხარე. ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზებული იყო მრავალი წინადადება და ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გამომუშავება ამ სოფლის ქვეშ არ უწარმოებია. ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვგრძნობთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ მივხედოთ იმ არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ჩვენ ოპერირებაში გვხვდება.

მოსახლეობას შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც გულისხმობდა კონკრეტულ თანხას, კომპენსაციას, ყველა ეს მოლაპარაკება გამართული იყო ერთი ეგიდით, მას ჰქონდა ერთი საფუძველი, რომ ეს მოლაპარაკები ყოფილიყო სამართლიანი როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიისთვის. ერთი მხრივ, მოსახლეობას რა საკვირველია გააჩნია იმის უფლება, რომ მოითხოვოს კომპენსაცია და ჩვენ ამ ვალებულებას არ გავურბივართ; მეორე მხრივ, კომპანიას გააჩნია უფლება და ვალდებულებაც გაწიოს ოპერირება, იმუშაობს, დაასაქმოს თანამშრომლები და გასცეს ანაზღაურება. კომპანიაში (მხოლოდ ჭიათურის) დასაქმებულია 3 800 კაცი, ამას გარდა ჩვენთან დაკავშირებულ საწარმოებში, რომლებიც ჩვენი ლიცენზიის ფარგლებში მოქმედებენ, დასაქმებულია კიდევ დამატებით 2000 კაცი. ჯგუფში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, სადაც მუშაობს დაახლოებით 1800 ადამიანი, ჯგუფში ასევე შედის ვარციხე-ჰესი სადაც ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. ამის გათვალისწინებით, ის პრობლემატიკა, რომელიც შუქრუთშია, გამოძახილს არა მარტო ჭიათურაში, არამედ ზესტაფონსა და ვარციხეშიც ჰპოვებს.

მეტსაც გეტყვით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არის ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტის თვალსაზრისით. ფეროშენადნობები სწორედ ჩვენ გაგვაქვს ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით. დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს კომპანიაზე მოსული წილი ექსპორტისა და ნეგატიურად განვითარებული მოვლენების შემთხვევაში ჩვენ საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ექსპორტს, დასაქმებულებს, სამუშაო ადგილებს.

5 თვის წინ დაწყებული მოლაპარაკებები დღეს უშედეგოდ დასრულდა. არიან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და  დაინტერესებულები არიან კონკრეტულად თავისი კეთილდღეობით. კერძოდ, საუბარი მაქვს იმაზე, ბოლო პერიოდში უკანონო მიწების რეგისტრაცია გახშირებულია, არა მხოლოდ სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე, არამედ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სწორედ იმ კომპენსაციის მიღების მიზნით, რომელსაც კომპანია სრულფასოვნად ყოველთვის იხდიდა და მომავალშიც გადაიხდის. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, გამოძიება დაწყებულია და უახლოეს პერიოდში ველოდებით შესაბამისს შედეგებს, უკანონობის და კორუფციის აღკვეთას. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს ჯგუფები ეწინააღმდეგებიან იმ მოლაპარაკებას, რომელიც გონივრული და სამართლიანი იყო და ორივე მხარის (მოსახლეობის და კომპანიის) ინტერესებს ითვალისწინებდა. დღესაც მზად ვართ დაველაპარაკოთ მოსახლეობას, შევთავაზოთ ჩვენი პირობები და მოვისმინოთ მათი წინადადებები,“-განაცხადა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროში მისასვლელი გზა გადაკეტა. ისინი მაღაროელებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების გამო, მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა. აქციის მონაწილეები დაბზარული კედლების გამო კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 152-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი