Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შვილმა მძინარე მამა საწოლში სანადირო იარაღით მოკლა,’-მკვლელობა საჩხერის სოფელში

თარიღი : 21-02-2020, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ჭალაში გუშინ მოხდა.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, შვილმა მძინარე მამა საწოლში სანადირო იარაღით მოკლა. მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მოკლულის ცხედარი კი შვილმა ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 385-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქმარმა ცოლი საკუთრ სახლში, სანადირო თოფით მოკლა.
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ამინდი