Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ

თარიღი : 21-02-2020, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ბოლო აღწერით, ქუთაისში 137 000 ადამიანი ცხოვრობს,“-ამის შესახებ  „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. იგი ქუთაისში იმყოფებოდა და ახალგაზრდებს, პროფესორებს, მეწარმეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ხვდებოდა. ინტერაქტიული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში უამრავი პრობლემაა, რომელიც რაც შეიძლება უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იმაზე ცუდ ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

„ყოველწლიურად საქართველოში ადამიანები ღარიბდებიან. შემოსავალი უფრო და უფრო ნაკლებია, დემოგრაფიული პრობლემები კი უფრო და უფრო მეტი გვაქვს, ხალხი ტოვებს ქვეყანას. ქუთაისი ამისი ძალიან ნათელი მაგალითია. სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე რომ ამოვიღეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა რომ ქუთაისის მოსახლეობა არის 137 000. არავინ არ დაიჯერა ეს, გამორიცხულია, წარმოუდნეგელია, შეცდომააო, იმიტომ რომ 300 000-მდე და მეტი იყო ქუთაისში მოქალაქეთა რიცხვი. ოფიციალურად, ბოლო აღწერით კი ქუთაისში ცხოვრობს 137 000 ადამიანი. დღესს ვანიდან იყვნენ ჩამოსულები შეხვედრაზე და აღმოჩნდა, რომ ვანში ახალგაზრდა ადამიანი ფაქტობრივად არ არის. მე ჭიათურიდან ვარ და იგივე პრობლემაა ჭათურაში. იგივე პრობლემაა ნებისმიერ რაიონსა თუ რეგიონში. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ეს პრობლემები უნდა დასრულდეს. ახლა ის დროა, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ,”-განაცხადა ვაშაძემ.  

ახალგაზრდებმა მათ სტრატეგია „აღმაშენებლის“ გეგმაზეც კითხეს, გათვალისწინებული იყო თუ არა ქუთაისში სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარემოს შექმნა. გიორგი ვაშაძემ ქუთაისში სპორტული არენის მოწყობასთან დაკავშირებით ისაურა, რომელიც მისი თქმით, ქალაქს დიდ შემოსავალს მოუტანს.

„ქუთაისის „ტორპედოს“ ძალიან დიდი ისტორია აქვს, მაგრამ სამწუხაროდ სულ ისეა, რომ ფინანსური კრიზისებია. ახლახანს წავიკითხე გადაილახა ეს პრობლემებიო და ვნახოთ რა იქნება. შეიძლება იფიქროს ვინმემ, ამდენი პრობლემაა ქვეყანაში და რა დროს ფეხბურთია ან სპორტიაო. არადა ჯანსაღი ცხოვრების წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ამიტომ, ჩვენ გვინდა ქუთაისში გაკეთდეს თანამედროვე სპორტული არენა, რაც ამ მიმართულების განვითარებას ახალ გზას მისცემს, ხოლო ქალაქს-შემოსავალს. ამ არენაში ჩვენ რა თქმა უნდა მივალთ და ვივარჯიშებთ, მაგრამ ეს უფრო იქნება საერთაშორისო ტურნირებისთვის. მაგალითად, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების მოსამზადებელი ბაზა რომ იყოს და ამით შევქმნათ ეკონომიკა სპორტში, რომელშიც შემდეგ ჩავდებთ უშუალოდ ქუთაისის ტორპედოს, თუ სხვა სპორტის მიმართულებებს. წარმოვიდგინოთ, რომ ქუთაისში ჩაოდიოდეს ბარსელონა, ან მადრიდის რეალი და ამ სპორტულ არენაზე ემზადებოდეს. ეს თვითმოტივაციას შექმნის ქალაქში. მე ამას აბსოლუტურად ადეკვატურად ვუყურებ, რომ ეს შესაძლებელია, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაქვს.
იგივე კალათბურთის, ძიუდოს, ჭიდაობის და ა.შ დიდი გუნდები რაც არის მსოფლიოს მასშტაბით, ეძებენ ადგილს, სადაც შეკრებებს გააკეთებენ, სადაც ფიზიკურად მოემზადებიან, გამაჯანსაღებელი იქნება, ეს ქალაქებისთვის ძალიან დიდი შემოსავალი არის ხოლმე შემდგომ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი ვარიანტია, დღეს არსებული სტადიონის რეაბილიტაცია მოხდეს და თანამედროვე სპორტულ არენად ჩამოყალიბდეს, ანუ, მულტიფუნქციურ ოლიმპიური სტანდარტის კომოლექსად, ან ახალი უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგია „აღმაშენებლის“ ამოსავალი ქუთაისისთვის საპარლამენტი ქალაქის სტატუსის დაბრუნებაა.

„ქუთაისი უნდა იყოს დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი, მაგრამ ჩვენ ქუთაისს, საპარლამენტო ქალაქზე დიდ სტატუსს ვერ მოვუფიქრებთ. ეს არის ის სტატუსი, რომელიც ძალიან მაღალ რანგში გადაიყვანს ქალაქს. პარლამენტი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, ეს მარტო ქუთაისს კი არა, საქართველოს სჭირდება,“-განაცხადა ვაშაძემ.
 
ავტორი: ქეთი გელაშვილი
 


ნანახია: 255-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაშაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ გუნდს აქვს გეგმა, რომელიც ქუთაისს სრულიად ახალ პერსპექტივას მოუტანს.
გიორგი ვაშაძემ პრაიმერის ჩატარების ტექნოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი სიღარიბით პირველი ქალაქია საქართველოში და მას
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის

ამინდი