ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
თარიღი : 21-02-2020, 11:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) განათლების საერთაშორისო გამოფენა -International Education Fair-ზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ თავად უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
განათლების საერთაშორისო გამოფენა 2020-ის ფარგლებში, 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი (საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა) იქნებიან უნივერსიტეტები, კოლეჯები, ასევე, უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული განათლების დაწესებულებები.
გამოფენა გთავაზობთ: პირადად შეხვდეთ 100–ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, შეიტყოთ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ, შეხვდეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გთავაზობენ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი.
გამოფენის პარალელურად სემინარები და პრეზენტაციები გაიმართება.
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა 2020 წლის 28-29 თებერვალს, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. გამოფენა ყოველწლიურად 100-მდე ქართულ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებას მასპინძლობს. გამოფენაზე დასწრება უფასოა