Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ფიქრობს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე და ვის თვლის გვამებად ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი?

თარიღი : 20-02-2020, 23:58 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ორი გვამის შემკვეთი თავისუფალია!საპატიმროსთან, ორი გვამი არა - ბევრი დახვდა!“- ამგვარად გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატი ალეკო ახალაძე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას. ახალაძე ამბობს, რომ ზოგადად, ყველას გათავისუფლებას მიესალმება, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს, თუმცა საკმარისია თუ არასაკმარისი ეს სასჯელი, ცალკე თემაა.

ახალაძე Topnews.com.ge-სთან განმარტავს, რომ ვანო მერაბიშვილი ამის შემდეგ პოლიტიკურ  განცხადებებსა და გარკვეულ აქტივობებს განახორციელებს, თუმცა ეს ყოველივე შედეგს მოკლებული იქნება.

„ყველანაირ გათავისუფლებას მივესალმები იმიტომ, რომ ადამიანმა მისჯილი გარკვეული წლები მოიხადა, მაგრამ ეს საკმარისია თუ არაა საკმარისი, მეორე ფაქტია. რაც შეეხება მერაბიშვილს, აშკარად დაბნეული ჩანდა. ჯერ აერია, 9 წელიწადი და 6 თვე ვიყავი საპატიმროშიო, ალბათ პირიქით უნდა ეთქვა, 6 წელი და 9 თვე. ამ დაბნევების ფონზე მის გულიან და შემართებით საუბარზე ვიტყოდი, რომ თავის თავს უფრო უძახებდა, აი როგორი მაგარი და გაუტეხელი ვარო. სინამდვილეში თვითონაც კარგად იცის, რომ ვერაფერს გააკეთებს. ეს ალბათ თავისი თანაპარტიელების გასაგონრად უფრო თქვა. მგონია, რომ მაქსიმალურად შეეცდება ის განერიდოს ამ სიტუაციებს იმიტომ, რომ როგორც ვიცით (და მასალაც არსებობს ამის შესახებ) მას ძალიან დიდი ქონება უნდა ჰქონდეს დაგროვებული. ამდენად, შეეცდება რომ მას უპატრონოს, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებას გარკვეული დოზით დაიტოვებს, რომ რაიმე რომ იყოს, პოლიტიკურად წამებულის მანტია მოისხას. ისე აშკარაა, რომ პიროვნება, რომელიც კამერების წინ ამბობს და უკვეთავს 2 გვამს, თან პლიუს ამას, პრემიები იქნება ძალიან დიდიო, მემგონი აქ სავსებით ჩანს, რომ ამ პიროვნების კეთილსინდისიერებაზე საუბარი უხერხულიც არის. სწორედ ამის გამო დავწერე, ორი გვამის შემკვეთი თავისუფალია-მეთქი და თუ ის გაინტერესებთ დანარჩენი გვამები ვინ არიან, დავინახე იქ ბოკერია, ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი და სხვები, რომლებიც თვითონ ახლა აქტიურ პოიტიკაში არიან. რა თქმა უნდა ყველას, არ ეხებოდა ჩემი სიტყვები, იქ საახლობლო და სანათესაო იყო, რომელთაც გულწრფელად შეტკივათ ამ პიროვნებაზე გული, მაგრამ ის პოლიტიკური გვამები, რომელიც იქ დახვდნენ, შეკვეთილი ორის მაგივრად, ძალიან ბევრნი იყვნენ,“-აცხადებს ახალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ მატროსოვის ციხე დატოვა.  საპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.  
 


ნანახია: 765-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ვანო მერაბიშვილმა მის დასრულებამდე დატოვა.
მერაბიშვილი მოსამართლეს სთხოვს, ჭიაბერაშვილს ბრალდება მოუხსნან. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის
როგორც მერაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, ქუთაისის სასამართლოში დასასწრებად მისი
ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს მომხდარ ინცინდენტს იხსენებს.

ამინდი