‘ლელო’ ქუთაისის რომელიმე ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის დარქმევას ითხოვს
თარიღი : 20-02-2020, 10:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭოს- აღნიშნული ინიციატივით „ლელო საქართველოსთვის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე გამოდის. მან ამ თხოვნით ქუთაისის საკრებულოს უკვე მიმართა.
მამუკა მამალაძის თქმით, მარო მაყაშვილის სამაგალითო საქციელი და გმირული თავგანწირვა იმსახურებს, რომ ქუთაისის რომელიმე ქუჩა ან პროსპექტი მის სახელს ატარებდეს.
„99 წლის წინ 1921 წლის 19 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ბრძოლაში დაიღუპა 19 წლის საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი. იგი ღირსეული, გაბედული, ძლიერი და სამაგალითო ქართველი ქალი იყო. საკრებულოს მივმართე ინციატივით, ქუთაისის რომელიმე ქუჩას მისი სახელი დაერქვას,“-განაცხადა მამუკა მამალაძემ.
მისივე თქმით, საოკუპაციო დღეებთან დაკავშირებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციას სხვადასხვა აქტივობები აქვს დაგეგმილი.