ხარაგაულში მიმდინარე წელს ორი სოფლის გაზიფიცირება დაიწყება
თარიღი : 19-02-2020, 21:57 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულში მიმდინარე წელს ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სოფელ ფარცხნალის და საქარიქედის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 048 000 ლარია.
გასული წლის მიწურულს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა სოფელ ლაშესა და კიცხში, სადაც ბუნებრივი აირის დაერთების სამუშაოებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ უახლოეს მომავალში დაიწყებს.