Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა აირჩია ხარაგაულის მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობამ?

თარიღი : 19-02-2020, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე წიფის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში საერთო კრებები ჩატარდა.

გაგაცნობთ რას ითხოვს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობა:

სოფელ ფონას მაცხოვრებლები, რომელთაც წელს, სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 10 000 ლარი ერგოთ, წყლის სისტემის მოწესრიგებას და საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავენ.

10 000 ლარით, ზუსტად იგივე პრობლემებს გადაჭრის სოფელ გუდათუბნის მოსახლეობაც.

გოლათუბნელები ასევე, 10 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგებასა და წისქვილის რეაბილიტაციას აპირებენ.

წიფის მოსახლეობამ, რომელთაც 16 000 ლარი აქვთ ასათვისებელი, პრიორიტეტი გარე განათების სისტემის მოწყობასა და საუბნო გზების რეაბილიტაციას მიანიჭა.


ნანახია: 214-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი