Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ავტოქარხანაში მოეწყობა

თარიღი : 19-02-2020, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობის საკითხი აქტიურად განიხილება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაცია ქუთაისის მაჟორიტარმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, აუზის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 

„აღნიშნულს მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს და როგორც მე მითხრეს, მეორე კვარტლიდან უკვე დაიწყება აქტიური სამუშაოები ამ მიმართულებით. იქნება ულტრათანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების აუზი, ყველა თავისი კომპონენტით. უფრო დაწვრილებით ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება. აღნიშნული აუზი 99,9%-ით ავტოქარხანაში მოეწყობა,“-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გაჟღერდა. ქუთაისში მსგავსი სტანდარტების საცურაო აუზი არ არსებობს. ერთადერთი აუზი „ლაგუნა,“ რომელიც პროფესიულ სტანდარტებს პასუხობს, კერძო საკუთრებაა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 4937-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისში ახალი საცურაო აუზის არსებობა აუცილებელია.
ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი.
ახალი საცურაო აუზი ქუთაისს 2018 წელს უნდა ჰქონდეს.
ხელოვნურ ტბას, რომელსაც საცურაო აუზის დატვირთვა არ აქვს, დღის განმავლობაში ათობით ადამიანი სტუმრობს.

ამინდი