Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘24-საათიანი ტალახი წყლის ნაცვლად,’-ქუთაისის მოსახლეობას ონკანებში შეფერილი წყალი მოდის

თარიღი : 19-02-2020, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მოსახლეობის უმეტესობას ონკანებში შეფერილი წყალი მოსდით. საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან მოქალაქეები ამბობენ, რომ უწყვეტი წყალმომარაგების ნაცვლად, ტალახიანი წყალი მიიღეს.  

“24 საათიანი ტალახი წყლის ნაცვლად “,  “რიონი უფრო დაწმენდილია”, “მხოლოდ ჩემს ქუჩაზეა ასეთი წყალი, თუ სხვა ქუჩებზეც?? იმედია ფეკალური მასები არაა”, „24 საათიანი წყალიც გინდა და სუფთაც? მასე სადაა...“, “მართლა რატო ხდება ასე, რამე წინასწარი ინფორმაცია იყო? ქუთაისი თბილისის ქუჩის დასაწყისშია ეს. უპასუხისმგებლო ქალაქის თავები (რა შუაშიაო მეტყვით), მარა ზედამხედველობას და ინფორმაციას ვინ უნდა ითხოვდეს და ავრცელებდეს, ვინ უნდა თხოვდეს სტრატეგიულ კერძო კომპანიას პასუხს??”-ამ და მსგავს კომენტარებს სოციალურ ქსელში მრავლად ვხვდებით.

ქუთაისელმა მოქალაქეებმა ამ მომენტშიც კი იუმორი შეინარუნეს და ირონიანარევი ფრაზები თუ ლექსები მიუძღვნეს ამ ფაქტს.

„მიტროფანე ლაღიძის ნაღები გამოგვეპარაო არ გვითხრან და ჭიქა ლარნახევარი არ დაგვიჯდეს“, „გავსინჯოთ, იქნებ რაიმე ალკოჰოლია სურპრიზად“, „ბიჯო, რუსთაველის ხიდთან რომ ახალი გზა კეთდება, იქ ზღვას აუმღვრევია რიონი და ორი დღე მასეთი წყალი იქნებაო ესე თქვეს“.

„ადიდებულა რიონი
ისმის ბუზღუნი ლიკასი,
ეს რა ჯანდაბა ხდებაო
გაივსო სილა ჭიქაში,“-წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ტექნიკური სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსმა მალხაზ გუნიავამ განაცხადა, რომ წყლის სისტემების რეცხვა უკვე მიმდინარეობს და პრობლემა დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

„ქალაქში, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადართვითი სამუშაოები. ამ სამუშაოების დროს, რამდენიმე ადგილას მოხდა მსუბუქი დაზიანება. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეული თავისთავად არავინ არ არის. ამან გამოიწვია ცოტაოდენი უკუშეწოვა და ონკანებში მოვიდა შეფერილი წყალი. ჩვენ მიერ ოპერატიულად მიმდინარეობს სისტემების რეცხვები. ირეცხება ნიტრატების საშუალებით სისტემები რამდენიმე ქუჩაზე და დღის ბოლომდე აღმოიფხვრება პრობლემა. შესაბამისად, გრაფიკსაც გავუხანგრძლივებთ მოქალაქეებს,“-აცხადებს მალხაზ გუნიავა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასმელი წყალი მათ ონკანებში დღეს არ ყოფილა.

ამინდი