Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე არსებულ სკვერს მერია ყიდის

თარიღი : 17-03-2014, 15:02 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე არსებულ სკვერს მერია ყიდის
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის სააპელაციო სასამართლოსთან არსებული 2 000 კვ.მ მიწის ფართობი 450 000 ლარად იყიდება.

გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ტერიტორიის გასხვისებას არ დაუშვებენ, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსახლეობას სკვერად აქვს მოწყობილი. მათი თქმით, საღამოობით სკვერში ბავშვები თამაშობენ და ერთობიან.
„არ დავუშვებთ ამ სკვერის გასხვისებას, 1990 წლის მერე გვაქვს აქ სკვერი მოწყობილი, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ვიკრიბებით, ვისვენებთ და დრო გაგვყავს. გოჩა თევდორაძემ ხომ გაყიდა ეს ქალაქი, ახლა თბილისიდან ჩამოსულ მურღულიას უნდა ქუჩებში შემოგვივარდეს და სკვერები გაგვიყიდოს?! ამას არ დავუშვებთ, ალბათ უნდათ ააშენონ სასტუმრო, ან რესტორანი“, - აცხადებს დალი მაისურაძე.
“ამ სკვერს ესაზღვრება რამდენიმე ქუჩა, ზაფხულში საღამოს აქ რომ გამოხვიდე, გული სიხარულით გაგევსება იმდენი ბავშვი და ახალგაზრდა სეირნობს და თამაშობს, რატომ უნდა გასხვისდეს ეს მაინტერესებს, ვიღაცეებმა ჯიბეში რომ ფული ჩაიდონ?!“, - აცხადებს ზაზა ზურაბიანი.
ქალაქის მერიაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორია სკვერი, არც არასოდეს ყოფილა და ისინი ფართს, როგორც მიწის ნაკვეთს ისე ასხვისებენ.
“ეს არ არის სკვერი, ეს არის მიწის ფართობი, რომელსაც ქუთაისის მერია ვასხვისებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თანხები სოციალურ პროექტებზე მივმართოთ. ეს ტერიტორია არის ქუთაისის მერიის ბალანსზე და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ფართი გავასხვისოდ“, - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ.

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე არსებულ სკვერს მერია ყიდის


ნანახია: 3540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა აღიშნულ ქუჩაზე მდებარე სკვერის გასხვისება გააპროტესტეს.
ქალაქის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის თქმით, მიწის ნაკვეთებისა შენობა-ნაგებობების გასხვისებით ქალაქის ბიუჯეტში 30 მილიონი ლარი
მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევაში მათ საძოვარი აღარ ექნებათ და საარსებო წყაროს
მეეზოვეებმა ძირს დაყრილი ნარჩენებისაგან გაწმინდეს ბაღის ტერიტორია და ის სკვერი, სადაც ბავშვები ერთობიან.
მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მშენებლობისთვის სკვერი იჩეხება და ფუნქციას კარგავს.

ამინდი