Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფოსგან დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი, რომელიც თავს ჯართის შეგროვებით ირჩენს-'მიტოვებულ შენობას შევაფარეთ თავი, თუმცა ნამეტანი დიიდ ფართი გაქვთო და დახმარება მოგვიხსნეს'

თარიღი : 18-02-2020, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ღვინეფაძეების ოჯახი ქუთაისში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამირან და ტატიანა ღვინეფაძეები შვილთან ერთად გამსახურდიას მეექვსე ჩიხში, ლტოლვილების ყოფილ შენობას აფარებენ თავს. გაუსაძლის პირობებში ისინი უკვე შვიდი წელია ცხოვრობენ.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება-204 ლარი იყო, თუმცა სოციალურმა სამსახურმა დიდი ფართის მიზეზით ოჯახს დახმარება 2017 წლის იანვარში შეუწყვიტა. ამჟამად ტატიანა ღვინეფაძე ცდილობს ჯართი შეაგროვოს და ჩააბაროს. შეკოწიწებული თანხით კი ინვალიდ მეუღლეს წამალი და მცირეოდენი საკვები უყიდოს.

„ლტოლვილები იყვნენ უწინ აქ და მათ გვითხრეს, ქუჩაში რომ არ დარჩეთ აქ შემოდითო. აქამდე სადაც ვნახავდით გადახურულს, იქ შევდიოდით. ჩემი მეუღლე ინვალიდია, მანქანა დაეჯახა და ოპერაცია დასჭირდა. 9 ოპერაცია აქვს გაკეთებული სულ. 10 წელი ფეხი მოხრილი ჰქონდა, როგორც იქნა მერე ცოტა გავაშლევინეთ, მაგრამ მაინც უშედეგოდ, ჯოხის გარეშე ვერ დადის. მკურნალობის ფული რომ გვქონოდა, ბინა გავყიდეთ და დავრჩით ასე, ღია ცის-ქვეშ. მას შემდეგ ხან რას ვაფარებდით თავს, ხან რას. პენსიაც არ დაუნიშნეს ინვალიდობის, მოჭერით ფეხი და დავუნიშნავთო.

სოციალურ დახმარებას ვღებულობდით, მაგრამ მოგვიხსნეს 2017 წლის იანვარში. სოციალურიდან სათვალეებიანი ქალი იყო მოსული, ალბათ ოთხი „აჩკი“ უნდა გაეკეთებინა თვალებზე, კარგად რომ დაენახა რა დღეში ვართ. შეგვიმოწმა კასრული, საჭმელი გვქონდა თუ არა, საპონი, პური, ყველაფერი აბსოლუტურად და წავიდა. ცოტა ხანში, რომ მივედი ქულების გასაგებად, გვითხრეს მოგეხსნათ დახმარებაო. რომ ვიკითხე მიზეზი, ფართი გაქვთ ნამეტანი დიდიო. ე.ი. ჩემს მეუღლეს რომ მოშივდეს ან წამალი დაჭირდეს, ფართი ვაჭამო და ფართი გავუკეთო ნემსის მაგივრად? სოციალურს რომ ვიღებდი ამოსუნთქული ვიყავი, პურის ფულიც მქონდა, წამლისაც. მე ჯანდაბას, უბრალოდ ცხელ წყალზეც გადავალ, მშიერიც გავჩერდები, მაგრამ ქმარს რა ვუყო? მისი და შვილის მეტი კი არავინ მყავს. რომ იყოს საშუალება, ვიმუშავებდი. ვიყავი სამუშაოზე მისული და ახალგაზრდები გვინდაო. ახლა ახალგაზრდა ვეღარ ვიქნები უკვე, რა ვქნა? 46 წლის კი ვარ უკვე, წლოვანებით დიდი ხარო.

ჩემი ერთადერთი შემოსავალი ახლა ჯართია. ვაგროვებ, ხან 5 ლარის ჯართს დღეში, ხან 10-ის თუ დილიდან საღამომდე ვიარე და ვეძებე. წამალი რომ ვუყიდო მეუღლეს და მშიერი ხომ არ იქნება, მშიერზე კი წამალს ვერ დალევს, ორ ცეცხლს შუა ვარ. თვეში 200 ლარის წამალი მაინც უნდა. ახლა სიცივეებია და ტვინის შერყევა აქვს კაცს მიღებული, ამაზე საერთოდ არ მიმკურნალებია, არ მაქვს ფული და როგორ მივიყვანო ექიმთან? უფულოდ ვინ შეგვიშვებს? ამ დროს, სოციალურში ეუბნებიან ინვალიდ კაცს შრომისუნარიანი ხარ, იმუშავე და გექნება ფულიო,“-ამბობს ტატიანა ღვინეფაძე.

„სახლს ხედავთ რა დღეშია. წვიმის დროს, აქაც გვაწვიმს თავზე ჩვეულებრივად. შეშა ცოტ-ცოტა მოაქვს ხან მეზობელს, ხან შვილს, რომ გავთბეთ. არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. მე ინვალიდი ვარ და ფიზიკურად მუშაობას ვერ ვახერხებ. სიმძიმესაც ვერ ვწევ. იყვნენ სოციალური სამსახურიდან, მაგრამ დიდი ქულა მოგვივიდა და მოგვიხსნეს,“-ამბობს ამირან ღვინეფაძე.

ოჯახის მდგომარეობით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია დაინტერესდა. იგი ადგილზე იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ასეთი უკიდურესი გაჭირვების ფონზე ქუთაისის მერიამ გასულ წელს სარესტორნო ხარჯებისთვის 300 000 ლარი დახარჯა.

„ცნობილია, რომ მერიამ შარშან 300 000 ლარი დახარჯა რესტორნებში, ქეიფში, დროსტარებაში, საჩუქრებში, სასტუმროებში, საყვარლებთან ერთად. იმ ფონზე, როცა ასეთი ათასობით ოჯახი გყავს ქალაქში და მათთვის არ გემეტება წელიწადში 2 000 ლარი, შენი კომფორტისთვის კი 300 000 ლარს ხარჯავ, ეს არის უზნეობა და დანაშაული ერისა და უფლის წინაშე. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვართ ჩინეთი, რომ კორონავირუსმაც ვერ დაგვამჩნიოს ვერაფერი, ჩვენ ვართ მილევადი, გადაშენების წინაშე მყოფი ერი და თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი მოსაფერებელი და გადასარჩენია, რომ დავითის, ვახტანგ გორგასლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის და ა.შ მოტანილი ქვეყანა, არ დაინგრეს ბიძინა ივანიშვილისა და ამ მუქთახორების ხელში. ამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს არსებობა,“-განაცხადა გოგი წულაიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ოჯახს დახმარება 2017 წლის თებერვალში უკვე აღარ აუღია. სააარსებო შემწეობის შეწყვეტის მიზეზად ისინი მაღალ სარეიტინგო ქულას ასახელებენ.

„ამ ოჯახს დახმარების შეწყვეტის მერე ბევრჯერ აქვს მომართული. შეწყვეტის მიზეზები აბსოლუტურად სხვადასხვა იყო. იყო ის, რომ ოჯახთან შეხვედრა ვერ მოხეხდა, ვერ მოხერდა იდენტიფიცირება, ოჯახი არ იყო რეგისტრირებული, როგორც სამუშაოს მაძიებელი.

რაც შეეხება შეწყვეტის მიზეზს, მონაცემების ერთობლიობით მიღებული იქნა ოჯახის სარეიტინგო ქულა, რომელმაც განსაზღვრა ოჯახისთვის სოციალური დახმარების მიღება/არმიღების საკითხი. ვინაიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულ ზღვარს აღემატება მოცემული ოჯახის სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, ის ვერ სარგებლობს საარსებო შემწეობით. ოჯახს შეუძლია გადამოწმება მოითხოვოს მოქმედი წესის შესაბამისად, ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა თუ აღნიშულ პერიოდში რაიმე ცვლილებას ექნება ოჯახში ადგილი. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, დემოგრაფიული ცვლილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის წარდგენა და ა.შ. სხვა  შემთხვევაში ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი გადავამოწოთ ეს ოჯახი, ეს მთავრობის დადგენილებითაა გაწერილი და გადაწყვეტილებას კანონმდებლობის მიხედვით ვიღებთ,“-აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ

ამინდი