ქუთაისის მერს რჩევებს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საბჭო მისცემს
თარიღი : 29-08-2013, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით 15 წევრისაგან შედგება, უახლოეს დღეებში გაიმართება.
საზოგადოების წევრებისაგან დაკომპლექტებული საბჭოს ფუნქცია ქალაქის მერისათვის სხვადასხვა პროექტზე რჩევების მიცემა, აზრის გამოხატვა, ალტერნატიული წინადადებების შემუშავება და ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა იქნება.
„ეს არ არის ახალი ველოსიპედი და მრჩეველთა საბჭო არსებობს ყველგან, სადაც თვითმმართველობას გამართული მუშაობის პრეტენზია აქვს. ეს ნიშნავს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პასუხისმგებლობების გადანაწილებას და არ იქნება იმაზე საუბარი, რომ ვიღაც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს,“ - ამბობს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის „არგუსის“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.
მანანა მანაგაძის თქმით, მრჩეველთა საბჭო კონსულტაციას მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს არ გაუწევს. როგორც მანაგაძე ამბობს, საბჭოს წევრები ქალაქის მერის გარდა, სამსახურების უფროსებთან, მათ მოადგილეებთან და ქალაქის საკრებულოსთან იმუშავებენ. მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურ პრეზენტაციამდე კი მისი წევრების ვინაობა არ ხმაურდება.
ცნობისთვის, მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების იდეა ქალაქის პირველი პირისგან მოდის.