ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
თარიღი : 17-02-2020, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დამთავრდა. ავტომშენებლის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით იგი ქუჩას კვეთდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულოს ბრიგადები.
როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.