Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა ბაზრის ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები დააზიანა

თარიღი : 16-02-2020, 23:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ბაზრობაზე დასაქმებულთა მაღაზიები გადაურჩა. ხანძრის შედეგად, ბაზრის ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე, ჭერიდან გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ელექტროგაყვნილობა სახელდება.

ბაზარში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო სამსახურის 8 ბრიგადა ცდილობდა.

თვითმხილველების განცხადებით, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მოქმედების შედეგად, ბაზრობაზე არსებული მაღაზიები დაწვას გადაურჩა. ხანძრის მიზეზით, ჭავამჭავაძის გამზირზე, ავტომობილების მოძრაობა შეჩერებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

“ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში შეინიშებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტის და შერეული საქონლის
ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს”.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ნანახია: 2277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ამინდი