Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის სოფელში, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრზე მეტია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

თარიღი : 15-02-2020, 15:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის სოფელ მუხურას მაცხოვრებლები კვლავ დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თოვლის საფარის სიმაღლემ 2 მეტრსა და 30სმ-ს მიაღწია. მათი თქმით, გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად ტყიბული-მუხურას დაკამავშირებელი მონაკვეთი მაინც იკეტება. მოსახლეობა გამოსავალს ალტერნატიული, მუხურა-მუჯირეთის გზის მშენებლობაში ხედავს.

"ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტყიბულსა და მუხურას შორის დამაკავშირებელი გზა გახსნა. იმ კონკრეტულ მონაკვეთზე კი, სადაც იქმნება ხოლმე პრობლემები, 2 მეტრსა და 30სმ-ს აღწევს თოვლის საფარის სიმაღლე. ამ დროისთვის ნალექი შეწყვეტილია, თუმცა უამინდობას კვლავ ელოდებიან. რაც შეეხება მუხურას შიდა უბნებს, გზები გაწმენდილი არ არის და შესაბამისად, გადაადგილება პარალიზებულია. რომ დაჭირდეს ვინმეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კონკრეტულ უბანში მანქანის გადაადგილება ვერ მოხერხდება.
არც გამგებლის და არც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბრალი არ არის ის, რომ იქ დიდი მოთოვა, ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი, სამინისტრო და მთელი სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმისთვის, რომ გამოსავალი იპოვოს. გამოსავალი ნაპოვნია, ამისთვის ყველა ვიბრძვით 2 წელია და ეს მუხურა-მუჯირეთის ახალი გზის გაყვანაა. ეს გზა არასდროს არ ჩაიკეტება იმიტომ, რომ დაბლობისკენ მიდის, უღელტეხილზე მდებარეობს და სოფელთან წვდომა ყოველთვის იქნება თავისუფალი,"-აცხადებს ახალგაზრდული მოძრაობა "ძლიერი მუხურას" დამფუძნებელი ცოტნე აბესაძე.

ალტერნატიული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ტყიბულის მერს, თემურ ჩუბინიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე გზის მშენებლობა არ განიხილება, თუმცა, მომავალი წლიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტთან ერთად საპროექტო სამუშაოების დაგეგვა დაიწყება.

"გეთანხმებით იმაში, რომ აღნიშნულ ადგილზე მართლაც რთული კლიმატური პირობებია. ორი მეტრი სისქის თოვლი დევს, მაგრამ მერიის მხრიდან ყურადღება ექცევა მას. კომუნიკაციის პრობლემა სოფლის მოსახლეობას ქალაქთან არ აქვს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ. რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, ეს არის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი, მუხურა-მუჯირეთის. მუჯირეთი თერჯოლის რაიონის სოფელია, ამ წუთში ამ გზის მშენებლობა არ განიხილება იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყოველი შემთხვევისთვის გადაადგილება მუხურიდან მუჯირეთის მიმართულებით შესაძლებელია. იქ არის ხრეშოვანი გზა, ჩვეულებრივი სოფლის გზა, რომელზედაც გადაადგილების პრობლემა არანაირი სახის ტრანსპორტს არ აქვს. პერსპექტივაში ეს პროექტი განიხილება. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომლითაც ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი რაიონი, თერჯოლა და ტყიბული. ამიტომ, ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ თერჯოლის მუნიციპალიტეტთან, შევჯერდებით და ერთობლივად, ალბათ მომავალი წლისთვის დავგეგმავთ საპროექტო სამუშაოებს, შემდეგ კი მშენებლობას. ეს თემა განიხილება ძალიან აქტუალურად,“-განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 638-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ მუხურას მიმართულებით საავტომობილო გზის

ამინდი